ლაშა პარუნაშვილი: შოტლანდია ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით

AutoSharing Option
გვეშველა, გავიტანეთ და გავიმარჯვეთ - არა ფარერებ-ანდორასთან, არამედ შოტლანდიის საკმაოდ ამბიციურ ახალგაზრდულ გუნდთან.

ის ფაქტი, რომ სქოთებმა 14 ოქტომბერს თბილისში ქვეყნის სახელი და ტრადიცია ღირსეულად ვერ წარმოადგინეს, ჩვენების გამარჯვებას ვერ დააკნინებს.

სიხარული იგრძნობოდა საქართველოს ნაკრების იმ მოთამაშეთა შორისაც, რომელთაც შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარები ვთხოვეთ.

სხვათა შორის, თითოეული მათგანი 10 ოქტომბერს თბილისში ჰოლანდიასთან წაგებული (0:6) მატჩის შემდეგ გუნდში არსებულ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ახსენებდა...

ლაშა პარუნაშვილი:
"რეალურად რომ ვთქვათ, შოტლანდია ისეთი ძლიერი მეტოქეც არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდით.

მაგრამ ჩვენზე საკმაოდ დიდი წნეხი
იყო - წინა მატჩის წაგებას ძალიან განვიცდიდით. ამიტომ დღევანდელი შეხვედრის შედეგს გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ დღევანდელი გამარჯვებით გულშემატკივართა წინაშე გარკვეული რეაბილიტაცია მაინც მოვახერხეთ. თუმცა, ჩემი აზრით, ჰოლანდიასთან შეხვედრის ანგარიში თამაშის მსვლელობას ვერ ასახავდა და ეს მათმა მთავარმა მწვრთნელმაც აღიარა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: ბრიტანელებთან უპირატესობა ასე უნდა შეიქმნა
გიორგი ნადირაძე: 0:6-ის შემდეგ მეკარისთვის მოედანზე გასვლა ძალიან მძიმეა
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გენაცვალე პარუნ!!!
maqsime mesxi
13:08 15-10-2013
0

სიახლეები პოპულარული