საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფარერები დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
19 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ფარერებს უმასპინძლა.

ანგარიშის გახსნა ქართველმა ფეხბურთელებმა მე-15 წუთზე მოახერხეს - ფორვარდმა ბექა მიქელტაძემ საკუთარი გუნდი დააწინაურა და მატჩის პირველი ტაიმი ნოდარ აკობიას შეგირდების გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ტაიმში კი გუნდები დიდი ხანი ვერ ახერხებდნენ გოლის გატანას. მატჩის ბოლო წუთებზე მეტოქე კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა და ბოლო შანსის იმედად ჩვენს საჯარიმოში ფარერელთა მეკარც ჩავიდა.

კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა საჯარიმოდან ბურთის გამოტანა შეძლეს, ხოლო გიორგი ჯობავამ
ყველას დაასწრო და მეტოქის ცარიელ კარში ბურთი უპრობლემოდ შეაგორა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ნაკრები ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა. საქართველო პირველადგილოსან ჰოლანდიას 22 ოქტომბერს დაუპირისპირდება, რომელმაც სან მარინო ანგარიშით 12:0 დაამარცხა. ჯგუფიდან საუკეთესო ორი გუნდი გადის.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ჰოლანდია 2 2 0 0 16-0 6
2. საქართველო 2 2 0 0 5-1 6
3. ფარერები 2 0 0 2 0-6 0
4. სან მარინო 2 0 0 2 1-15 0

ასევე იხილეთ:

U17. საქართველო-სან მარინო 3:1 - როცა მოგების შემდეგ უკმაყოფილო ხარ... [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
გადის მეორე ადგილი, გადის.
თემო
21:33 19-10-2013
0
ხომ ვერ მეტყვით მეორე ადგილით გავალთ თუ ვერა?
saba qareli
19:30 19-10-2013
0

სიახლეები პოპულარული