საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიაში გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
14 ნოემბერს "სენტ მირენს პარკზე" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი გაიმართა შოტლანდიისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის.

ამ მატჩამდე ალექსანდრე ჩივაძის გუნდს და მის მეტოქეს 6-6 ქულა ჰქონდათ.

გამარჯვება ამ მატჩში ნაკრებს საგზურის მოპოვების რეალურ კანდიდატად გახდიდა, ხოლო წაგება თითქმის საბოლოოდ ჩამოაშორებდა მიზანს.

საბოლოოდ არც ერთი მოხდა და არც მეორე, თუმცა ჩვენი გუნდი 84-ე წუთამდე წინ იყო და ასე ახლოს იყო სანუკვარ სამ ქულამდე.

35-ე წუთზე "ვიტესის" ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ ქართველი ახალგაზრდები დააწინაურა. ჩივაძის გუნდმა ბოლო წუთები ვეღარ გაძლო - 84-ე
წუთზე პატერსონმა გაათანაბრა.

ახლა ორივე გუნდმა დაკარგა ქულები, რაც, პირველ რიგში, მათ მეტოქეებს აწყობს ჯგუფში: ჰოლანდიასა და სლოვაკეთს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აფსუუს!!!
აწი მეორეზეც რომ გახვიდე, შემდეგ ეტაპზე ვერ გახვალ. ნუთუ სლოვაკიას ჩვენზე ძლიერი ახალგაზრდობა ყავს? ჩვენც მოგვიგო და ჰოლანდიასაც ფრე ეთამაშა.
kolia
10:17 15-11-2013
0
Zlieri unda iyo, sustebi ver igebe
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული