საქართველო პირველ ტაიმში გიორგი ჭანტურიამ დააწინაურა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 84-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 2 ქულა მაინც დაკარგა: შეცვლაზე შესულმა ქალუმ პატერსონმა "მაკრატელა" დარტყმით დალაშქრა სტუმართა კარი.
ახლა საქართველოს და შოტლანდიას 7-7 ქულა აქვთ. ურთიერთშეხვედრებში უკეთესი მაჩვენებლით ჩვენი გუნდი მესამე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან პლეი ოფში გამარჯვებული გადის, ასევე, 10 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი.
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში
მატჩის შემდეგ ბილი სტარკმა, სქოთთა თავკაცმა შემდეგი განაცხადა:
"უნდა ვაღიარო, რომ არ შემიძლია იმის თქმა, რომ მოსაგები თამაში იყო, თუმცა მეორე ტაიმში მართლაც უკეთესად გამოვიყურებოდით. პოზიტივი კი ისაა, რომ შესარჩევ ციკლში შინ კვლავ დაუმარცხებლები დავრჩით. 16 ქულის დაგროვება კიდევ შეგვიძლია. ასე რომ, პლეი ოფისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ.
ძალიან ძლიერი ჯგუფია. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ სლოვაკთა მაღალი კლასი და ქართველთა მაღალი კლასი. ეს გუნდები ერთმანეთს ქულებს ვაკარგინებთ.
მომდევნო მატჩი მართლაც მძიმე გველის - ჰოლანდიის წინააღმდეგ, მაგრამ თუ მოვიგებთ, ბოლო ორი მატჩის წინ შესანიშნავი განწყობა გვექნება. რა თქმა უნდა, ჰოლანდიელების დამარცხება ძალიან ძნელი იქნება. ცოტა მეტი უნდა გვჯეროდეს საკუთარი ძალების".
ამ თამაშში შოტლანდიის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 17 წლის რაიან გოულდს, რომელიც სტარკმა ძალზე შეაქო:
"რაიანი თავს ისე გრძნობდა მოედანზე, როგორც იხვი წყალში. მას არც თვითრწმენა აკლია და არც კლასი. მომავალში მან შოტლანდიის ნაკრებში ხმამაღალი სიტყვა უნდა თქვას".
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 18 ნოემბერს, გორში გამართავს - სლოვაკეთის ნაკრებს (10 ქულა) უმასპინძლებს.
ასევე იხილეთ:
U21. შოტლანდია-საქართველო 1:1 - რა ახლოს იყვნენ!.. [VIDEO]