პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 1:1.
საქართველოს ნაკრებმა თამაში ქაოსურად დაიწყო. ანგარის გახსნაც სტუმრებს შეეძლოთ - მე-6 წუთზე სლოვაკთა სწრაფი იერიშის შემდეგ მეკარე გიორგი ნადირაძესთან პირისპირ ივან შრანცი დარჩა. სლოვაკთა თავდამსხმელი გასცდა მეკარეს და ბურთი ცარიელი კარისკენ გაგზავნა, თუმცა იქ დავით უბილავამ იყოჩაღა და გადაგვარჩინა.
პირველი გააზრებული, მეტ-ნაკლებად სახიფათო შეტევა მასპინძლებმა მე-11 წუთისთვის განახორციელეს. მარცხენა ფრთაზე ჯანო ანანიძის და გიორგი ქვილითაიას იერიში ვაკო ყაზაიშვილმა გააგრძელა და გიორგი ჭანტურიას უპასა,
მე-14 წუთისთვის გატანა ქვილითაიას შეეძლო, თუმცა სლოვაკ მცველთა უყურადღებობით ვერ ისარგებლა. იქამდე კი ჯანო ურტყამდა სახიფათოდ, თუმცა მხოლოდ კუთხურს გამოვრჩით.
მასპინძლებმა გატანა მაინც შეძლეს - 21-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ლამის მოედნის ცენტრიდან ატარა ბურთი და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი და ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა - 1:0.
სამწუხაროდ, ანგარიშში უპირატესობა 4 წუთში გავფლანგეთ - სლოვაკთა იერიშს ჩვენს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ისარგებლა კაროლ მასაროშმა და ახლო მანძილიდან ნადირაძეს აუღებელი დაურტყა - 1:1.
შესვენებამდე ქართველ ფეხბურთელებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის ბოლო ათმა წუთმა მათ შეტევებში ჩაიარა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოედანზე ამ შემადგენლობით გამოვიდა:
გიორგი ნადირაძე, სოლომონ კვირკველია, დავით უბილავა, მამუკა კობახიძე, ჯამბულ ჯიღაური, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ჯანო ანანიძე, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ქვილითაია