საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკებთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
18 ნოემბერს, გორში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი სლოვაკეთთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამ წაგებით ალექსანდრე ჩივაძის შეგირდებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგეს.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - 21-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ლამის მოედნის ცენტრიდან ატარა ბურთი და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი და ტექნიკური დარტყმით გაიტანა - 1:0.

ანგარიშში უპირატესობა 4 წუთში გავფლანგეთ - სლოვაკთა იერიშს ჩვენს საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, რითაც ისარგებლა კაროლ მასაროშმა და ახლო მანძილიდან ნადირაძეს აუღებელი დაურტყა -
1:1.

შესვენებამდე ქართველ ფეხბურთელებს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ ტაიმის ბოლო ათმა წუთმა მათ შეტევებში ჩაიარა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების იმედები 62-ე წუთზე ონდრეი დუდამ დაასამარა - 1:2.

სამწუხაროდ, დარჩენილ დროში ჩივაძის შეგირდებმა მატჩის ბედის შემობრუნება ვერ შეძლეს, მსაჯის მიერ წამატებულ დროში კი მესამე გოლიც მიიღეს - თავი შრანცმა გამოიჩინა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს III ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა აქვს გასამართი. ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები 5 მარტს შინ ლუქსემბურგს მიიღებენ, 4 სექტემბერს კი ჰოლანდიას ესტუმრებიან.

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი ციკლი. III ჯგუფი
საქართველო-სლოვაკეთი 1:3
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (21), 1:1 მასაროში (25), 1:2 დუდა (25), 1:3 შრანცი (90+3).
გაფრთხილება: კვეკვესკირი, ჭანტურია, შკვარკა, პაური.

საქართველო: გიორგი ნადირაძე, სოლომონ კვირკველია, დავით უბილავა, მამუკა კობახიძე, ჯამბულ ჯიღაური, ვაკო ყაზაიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ჯანო ანანიძე (46, პაპავა), ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ჭანტურია, გიორგი ქვილითაია (57, სხირტლაძე).

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩივაძე კარგი ფეხბურთელი იყო იმდროინდელ დინამოში, მაგრამ როგორც მწვრთნელი ვერანირ კრიტიკას უძლებს, სიჭინავას მისი გაშვების ეშინია და ვერ უბედავს, ასე წინ ვერასოდეს წავალთ, რატო აფუჭებინებთ ასეთ ნიჭიერ ბავშვებს ამ უვიც ყეყეჩა "ავტორიტეტებს"
daviti
20:56 18-11-2013
0
ბაქიობამ,და თავში ავარდნამ იცის ეს. ვიღაც ერთ ბურთს გაიტანს და ატეხავენ ერთ ამბავს ეს ვაი ჟურნალისტები
zaza
19:50 18-11-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული