საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები ელიტრაუნდის მეტოქეთა მოლოდინში

AutoSharing Option
28 ნოემბერს, უეფას შტაბბინაში (ნიონი) ევრო 2015-ის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება და გავიგებთ, ვისთან მოუწევთ პაექრობა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს.

იქვე გაირკვევა მომავალი წლის შემოდგომის ევროშესარჩევში გიორგი დევდარიანისა და გოჩა ტყებუჩავას ასაკობრივი გუნდების მეტოქეებიც.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე დაესწრებიან. პროცედურა თბილისის დროით 14:30 წუთზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ნახვა უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შ
ესაძლებელი.

ბოლო წლების შედეგების წყალობით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა რეიტინგი გაიუმჯობესა და მესამე კალათაშია განთესილი და ეს იმ დროს, როცა უკრაინა, ირლანდია, ნორვეგია, შვედეთი და ბოსნია ბოლო, მე-4 კალათაში არიან.

17-წლამდელთა განთესვა:
I კალათა - გერმანია, ინგლისი, ჰოლანდია, პოლონეთი, ესპანეთი, პორტუგალია, რუმინეთი;
II კალათა - სერბეთი, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ისლანდია, შოტლანდია, თურქეთი;
III კალათა - საბერძნეთი, ბელგია, საქართველო, ჩეხეთი, ლატვია, რუსეთი (მოქმედი ჩემპიონი), ავსტრია;
IV კალათა - ირლანდია, უელსი, ნორვეგია, შვედეთი, ბოსნია, ალბანეთი, უკრაინა.

რაც შეეხებათ 19-წლამდელებს, აქ ჩვენი ჭაბუკები სულაც პირველ კალათაში მოხვდნენ. განთესვამ კი ასეთი შედეგი მოგვცა:
I კალათა - ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, საქართველო, სერბეთი (მოქმედი ჩემპიონი), რუსეთი, ინგლისი;
II კალათა - გერმანია, უკრაინა, ბელგია, ჩეხეთი, ისრაელი, ავსტრია, შვედეთი;
III კალათა - ნორვეგია, ჩერნოგორია, შვეიცარია, იტალია, თურქეთი, დანია, საბერძნეთი;
IV კალათა - ბულგარეთი, შოტლანდია, რუმინეთი, კვიპროსი, უელსი, ლიტვა, ისლანდია.

ორივე ასაკის ელიტრაუნდისთვის ფორმულა იდენტურია - 7 ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებულები და მასპინძელი ქვეყნის ნაკრებები ითამაშებენ.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მალტაში, 2014 წლის 9-21 მაისს ჩატარდება, 19-წლამდელთა ფინალურ ტურნირს კი 2014 წლის 19-31 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული