საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირში ირანი ააწიოკა

AutoSharing Option
21 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე - "განვითარების თასი 2014" მეორე მატჩი გამართა და კვლავაც გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა, ამჯერად - 8:0.

შეგახსენებთ, რომ B ჯგუფში პირველი მატჩი ნოდარ აკობიას შეგირდებმა 20 იანვარს ყაზახ თანატოლებთან გამართეს და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს.

ჯგუფის მეორე მატჩში ქართველი ჭაბუკების მეტოქე ირანის 1999 წელს დაბადებულთა გუნდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფში პირველობისთვის ამ მატჩში ფრეც ჰყოფნიდათ, აკობიას გაწვრთნილებმა მეტოქეს არასაფეხბურთო ანგარიშით მოუგეს.

ანგარიში გიორგი ჯობავამ გახსნა, ბექა მიქელთაძემ
კი სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

შესვენების შემდეგ ქართველების უპირატესობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა - ტაიმის დასაწყისში ჯერ ჯობავამ შეძლო ზედიზედ ორი გოლის გატანა, შემდეგ კი ცოტნე ნადარაიამ გააწბილა ირანელები - 5:0.

მე-6 და მე-7 გოლების ავტორი ერეკლე ლებანიძე გახდა, მატჩის მიწურულს კი საბოლოო ანგარიში იმავე ჯობავამ დააფიქსირა, რომელმაც ამ თამაშში პოკერი შეასრულა - 8:0.

განვითარების თასი 2014. მინსკი. B ჯგუფი. II ტური
საქართველო U17-ირანი U15 8:0 (2:0)
გოლები: ჯობავა (3, 45, 50, 80), მიქელთაძე (30), ნადარაია (65), ლებანიძე (70, 75)

საქართველო U17: გოშაძე, ქობულაძე, კაციტაძე, კევლიშვილი, ნადარაია, კომახიძე, კამლაძე, გოშთელიანი, კიკნაძე, მიქელთაძე, ჯობავა
შეცვლაზე შევიდნენ: კულუა, კაპანაძე, ლებანიძე, ართმელაძე

ტურნირი ოთხი სამგუნდიანი ჯგუფისგან შედგება. ჯგუფების პირველ-მეორე ადგილზე გასულები ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ.

ქართველი ჭაბუკების შემდეგი მეტოქე A ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება (სავარაუდოდ, ლიტვა), რომელსაც აკობიას გუნდი 23 იანვარს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ბიჭებო!
ნუგზარი
21 იანვარი 2014 17:54
0
15წლის ბავშვები ვერ გამოდგებიან ჩვენი ბიჭების დონის საზომად, მაგრამ მაინც სასიხარულოა რომ დიდი ანგარიშებით ანადგურებენ ვინც არასერიოზულად უდგება ასეთ ტურნირებს. ბავშვის ფსიქოლოგია ძალიან სათუთია და ასეთი ანგარიშით წაგება უკვალოდ არ ჩაივლის. ჩვენმა ბიჭებმა კი არავინ არ უნდა დაინდონ და ყველას მაქსიმალურად უნდა გადაუარონ. ეს არის 70-80იანი წლების ჰოლანდიურ გერმანული საფეხბურთო ფილოსოფია როცა ყველას და ყველაფერს ანადგურებდნენ საკლუბო და სანაკრებო დონეზე. ასე ყალიბდება გამარჯვებულის ფსიქოლოგია.
realoba
21 იანვარი 2014 17:51
0
თუ მაგენიც BMW არ დასჯერდენ და ბოლომდე ივარჯიშეს.
givi
21 იანვარი 2014 17:19
0
კიდევაც დაიზრდებიან! :) არადა, ირანელები უკვე ბევრ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, და ბრაზილიაშიც ითამაშებენ. 8:0 რაღაცაზე ხომ მეტყველებს! მომავალი ჩვენია!
თაზო
21 იანვარი 2014 16:28
0

სიახლეები პოპულარული