უეფამ ჩვენი ჭაბუკების მეტოქეები გამოავლინა

AutoSharing Option

ნიონში 17 და 19 წლამდე იუნიორებს შორის ევროპის 2011/12 წლის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ინგლისი 6-ე ჯგუფში ჰოლანდიასთან, ლატვიასთან და ბოსნიასთან მოხვდა.

19-წლამდელთა შორის კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი 48 გუნდი შესარჩევ ციკლში 12 ჯგუფად დაიყო. ჩემპიონატის მასპინძელი ესტონეთი ტურნირს ფინალურ ეტაპზე შეურთდება, რეიტინგში საუკეთესო ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები კი თამაშში ელიტრაუნდიდან ჩაერთვებიან. შესარჩევი ციკლში ქართველ 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, თურქეთი და ლუქსემბურგი არიან. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა. ელიტრაუნდის მატჩები 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება, სადაც ფინალურ სტადიაზე გასული შვიდი ნაკრები გამოვლინდება.


რაც შეეხებათ 17-წლამდელებს, ჩვეულებრივ, შესარჩევი და ელიტური რაუნდების შემდეგ ფინალური

ტურნირი 8 გუნდის მონაწილეობით, 2012 წლის მაისში სლოვენიაში გაიმართება. კენჭისყრამ 52 მონაწილე 13 ოთხგუნდიან ჯგუფად დაჰყო. 2011 წლის შემოდგომაზე ბრძოლა მინიტურნირების ფორმატში ერთერთი მონაწილე ქვეყნის მოედნებზე გაიმართება. 

ელიტურ რაუნდში თითოეული ჯგუფიდან ორი უძლიერესი გუნდი გავა. მათ კიდევ 2 მესამეადგილოსანი გუნდი დაემატებათ, რომელთაც თავიანთი ჯგუფის ორ ლიდერთან საუეკეთესო მაჩვენებლები ექნებათ. ელიტური რაუნდი 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება და ფინალური სტადიის შვიდ მონაწილეს გამოარკვევს, რომლებიც მასპინძელ სლოვენიას შეუერთდებიან. 

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 8-ე ჯგუფში შვედეთთან, ბულგარეთთან და მოლდოვასთან ერთად მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული