ნიონში 17 და 19 წლამდე იუნიორებს შორის ევროპის 2011/12 წლის ჩემპიონატების შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა. კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ინგლისი 6-ე ჯგუფში ჰოლანდიასთან, ლატვიასთან და ბოსნიასთან მოხვდა.
19-წლამდელთა შორის კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლი 48 გუნდი შესარჩევ ციკლში 12 ჯგუფად დაიყო. ჩემპიონატის მასპინძელი ესტონეთი ტურნირს ფინალურ ეტაპზე შეურთდება, რეიტინგში საუკეთესო ინგლისის, საფრანგეთისა და ესპანეთის ეროვნული გუნდები კი თამაშში ელიტრაუნდიდან ჩაერთვებიან. შესარჩევი ციკლში ქართველ 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები პოლონეთი, თურქეთი და ლუქსემბურგი არიან. შემდეგ ეტაპზე ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა. ელიტრაუნდის მატჩები 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება, სადაც ფინალურ სტადიაზე გასული შვიდი ნაკრები გამოვლინდება.
რაც შეეხებათ 17-წლამდელებს, ჩვეულებრივ, შესარჩევი და ელიტური რაუნდების შემდეგ ფინალური
ელიტურ რაუნდში თითოეული ჯგუფიდან ორი უძლიერესი გუნდი გავა. მათ კიდევ 2 მესამეადგილოსანი გუნდი დაემატებათ, რომელთაც თავიანთი ჯგუფის ორ ლიდერთან საუეკეთესო მაჩვენებლები ექნებათ. ელიტური რაუნდი 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება და ფინალური სტადიის შვიდ მონაწილეს გამოარკვევს, რომლებიც მასპინძელ სლოვენიას შეუერთდებიან.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 8-ე ჯგუფში შვედეთთან, ბულგარეთთან და მოლდოვასთან ერთად მოხვდა.