ნაკრებებს მწვრთნელები დაუმტკიცეს

AutoSharing Option
გუშინ ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები დაასახელა. ოთარ გაბელიას ხელმძღვანელობით ახალგაზრდულ ნაკრებში კვლავ ძველი შტაბი იმუშავებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გიორგი დევდარიანს ჩააბარეს, რომელიც 18-წლამდელებს თავკაცობდა.

ევროელიტრაუნდისთვის 17-წლამდელთა გუნდს კობა ჟორჟიკაშვილი მოამზადებს, 17-წლიანთა მომდევნო თაობას კი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები 2011 წლის ოქტომბერში ელის - ვასილ მაისურაძე.

16-წლიანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა, U15-ში - ნოდარ აკობია, U14 –ში - გოჩა ტყებუჩავა. ერთადერთი სიახლე ამ უკანასკნელის დანიშვნაა. ძველი მწვრთნელებიდან მხოლოდ ვლადიმერ გუცაევი აღარ დაამტკიცეს, რომლის 19-წლამდელებმაც
შემოდგომაზე პორტუგალიაში შესარჩევი ციკლი ჩააგდეს. ამის შემდეგ გუცაევი თავად გადადგა. გოჩა ტყებუჩავას ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის 2005-დან 2006 წლამდე საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა, ბოლო ორი წელი კი ესპანეთში ცხოვრობდა.

ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ მწვრთნელებთან კონტრაქტები 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ოთარ გაბელიასთან და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან (ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი, დავით გვარამაძე) კონტრაქტები ორი წლით გაფორმდა - 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული