საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გიორგი დევდარიანს ჩააბარეს, რომელიც 18-წლამდელებს თავკაცობდა.
ევროელიტრაუნდისთვის 17-წლამდელთა გუნდს კობა ჟორჟიკაშვილი მოამზადებს, 17-წლიანთა მომდევნო თაობას კი, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები 2011 წლის ოქტომბერში ელის - ვასილ მაისურაძე.
16-წლიანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა, U15-ში - ნოდარ აკობია, U14 –ში - გოჩა ტყებუჩავა. ერთადერთი სიახლე ამ უკანასკნელის დანიშვნაა. ძველი მწვრთნელებიდან მხოლოდ ვლადიმერ გუცაევი აღარ დაამტკიცეს, რომლის 19-წლამდელებმაც
ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დასახელებულ მწვრთნელებთან კონტრაქტები 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ახალგაზრდული ნაკრების თავკაც ოთარ გაბელიასთან და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებთან (ზაურ სვანაძე, გელა ინალიშვილი, დავით გვარამაძე) კონტრაქტები ორი წლით გაფორმდა - 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე.