ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "საბურთალოს" ფეხბურთელი ჯიმი ტაბიძე მოედანს დაუბრუნდა. 18 წლის ფეხბურთელმა მენისკის ოპერაცია გაიკეთა.
ეს კარგი ამბავია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, გიორგი დევდარიანისთვის, რომლის გუნდიც გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში ითამაშებს.
"საბურთალოს" ცენტრალური მცველი დევდარიანის ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა. ტაბიძემ ტრავმა 19-წლამდელთა ნაკრების შესარჩევი ეტაპის შეხვედრებამდე, შეკრებისას მიიღო.
30 ნოემბერს ტაბიძე "საბურთალოს" საწვრთნელ პროცესს შეუერთდა და არ არის გამორიცხული, 3 დეკემბერს, "ნორჩ დინამოსთან" პირველი ლიგის XVIII ტურის მატჩში, 18-კაციან განაცხადშიც მოხვდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
13:31 02-12-2014
კარგი ამბავი გიორგი დევდარიანისთვის - ჯიმი ტაბიძე მოედანზე დაბრუნდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული