"ახლა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ "შახტართან" კონტრაქტს იანვარში გავაფორმებ.
გადაწყვეტილია ისიც, რომ ივლისამდე "ლოკომოტივში" დავრჩები და ზაფხულში მივაშურებ უკრაინას", - გვითხრა არაბიძემ, ვინც დონეცკური კლუბის სელექციონერები 17 და 19-წლამდელთა თბილისური შესარჩევი ციკლის დროს მოხიბლა.
ცნობილი მიზეზების გამო "შახტარი" მშობლიურ ქალაქსაა მოწყვეტილი და ხან კიევში თამაშობს, ხანაც - ლვოვში. ამის მიუხედავად, გუნდმა დამაჯერებლად დაძლია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბარიერი და ახლა მერვედფინალში ელოდება მეტოქეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი