U17. საქართველო-ლატვია 1:2 - დასანანი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 იანვარს, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბელორუსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ "განვითარების თასში" ჯგუფში ბოლო მატჩი ლატვიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდებს საპრიზიო ადგილებისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად ფრეც აძლევდათ ხელს და მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

მინსკის საფეხბურთო მანეჟში გამართულ მატჩში ანგარიში საქართველოს ნაკრებმა მე-13 წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილის მიერ გატანილი გოლით გახსნა.

ლატვიელებმა 30-ე წუთზე ჯერ გაათანაბრეს, ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ანგარიშში წინაც გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში საქართველოს ნაკრების დაცვის
მარჯვენა ფლანგი "ჩავარდა" და მეკარე ლევან ისიანი უძლური იყო, კარი გადაერჩინა.

ქართველ ჭაბუკებს ვითარების გამოსასწორებლად წინ მთელი ტაიმი ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მინსკის ტურნირზე მე-4-მე-6 ადგილებისთვის მატჩებს 24 და 25 იანვარს ჩაატარებს.

განვითარების თასი 2015. ჯგუფი C. III ტური
U17. საქართველო-ლატვია 1:2
გოლები: 1:0 ლოჩოშვილი (13), 1:1 გრენბერგსი (30), 1:2 ულდრიკისი (39).

საქართველო: ისიანი, ყურშავიშვილი, ლოჩოშვილი, ბერძენაძე (სამურკასოვი, 80+1), კობოური, ყურაშვილი, ნინუა, არაბიძე, კოხრეიძე (არველაძე, 48), ბუღრიძე (კვანტალიანი, 31), გვასალია (წულეისკირი, 65).

ასევე იხილეთ:
U17. საქართველო-უკრაინა 2:0 - მეორე მოგება მინსკში [VIDEO+PHOTO]
U17. საქართველო-ირანი 1:0 - მინსკის ტურნირი გამარჯვებით დავიწყეთ!
მკითხველის კომენტარები / 10 /
არ უნდა აქო და ადიდო? ჩაპაევი ხარ?
shodas
24 იანვარი 2015 17:02
0
გულშემატკივრობა ის კი არაა ვაი თქვენს პატრონს იძახო. არამედ ის, რომ გუნდის წარმატება და წარუმატებლობა თანაბრად გაიზიარო.
-წაგებით ვის არ წაუგია! წარმატება უსუევე მაინც ვინცხა ხარ!
shoda
24 იანვარი 2015 15:37
0
ვაი თქვენს პატრონს
ggg
24 იანვარი 2015 12:57
0
ვმალავთ თამაშს,თუ რა მოხდა ლატვიასთან?
geronti
22 იანვარი 2015 22:07
0
ეს არის ტყებუცავას ნაკრები, დარეკვით, თხოვნით შეკრიბა გუნდი. აზრზე მოდით ვის ანდობთ ასაკობრივ ნაკრებს, ტყებუცავა აზრზე არაა, ვიკავი შერცევაზე ვინები წაიკვანა, კიდევ კარგი კველა არ წააგო,ეგ გოიმი მიხედეთ ასაკობრივ ნაკრებებს
gio
22 იანვარი 2015 21:58
0
ესარი ტქვენი ასაკობრივი ნაკრები ლატვიასტან აგებენ ისე ტქვენი დომენტი სიჩინავა ხვალიდან არალეგიტიმური პრეზიდენტია
nukri
22 იანვარი 2015 20:19
0
ასაკობრივი ნაკრებები ჩააბარეთ მაისურაძეს,ცეცაძეს,დევდარიანს(21-19-17)ვისაც შედეგი აქვს.რა ექსპერიმენტებს ატარებთ?
fani
22 იანვარი 2015 17:06
0
არც გუნდია სათანადო.იმედია ვცდები.
kaxa
22 იანვარი 2015 16:52
0
არაბიდზე დაცვასჰი რომ ატამასჰა იმიტომ მოიგო
kaki
22 იანვარი 2015 16:27
0
სასწრაფოდ ამ ნაკრებშიც მაისურაძე დანიშნეთ სნამ ელიტრაუნდში შევრცხვებით!
ფეოლა
22 იანვარი 2015 16:05
0

სიახლეები პოპულარული