აქაც ესპანეთი... საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ევრო 2017-ზე

AutoSharing Option
ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართული უეფას 21-წლამდელთა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ მონაწილე ქვეყნები მოლაპარაკებების მაგიდასთან კალენდრის შესადგენად დასხდნენ.

რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ მე-6 ჯგუფის კალენდარი და სათამაშო დღეები დადგინდა.

საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან-მარინო არიან.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მე-4 კალათში იყო განთესილი. წილისყრას სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ესწრებოდნენ.

2015 წელი
3 ივნისი
სან-მარინო-საქართველო

3 სექტემბერი
ხორვატია-საქართველო

7 ოქტომბერი

საქართველო-ესპანეთი

13 ოქტომბერი

საქართველო-ესტონეთი

13 ნოემბერი
ესპანეთი-საქართველო

17 ნოემბერი

საქართველო-შვედეთი

2016 წელი
23 მარტი
საქართველო-სან-მარინო

ივნისი
შვედეთი-საქართველო

1-ლი სექტემბერი
ესტონეთი - საქართველო

6 სექტემბერი
საქართველო - ხორვატია

რაც შეეხება შვედეთი-საქართველოს თამაშს, რომელიც 2016 წლის ივნისში უნდა გაიმართოს, თარიღი მოგვიანებით, ფედერაციების შეთანხმების შედეგად დადგინდება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ შესარჩევ ციკლში ასეთი შემადგენლობით იმუშავებს: მთავარი მწვრთნელი - ალექსანდრე ჩივაძე, ასისტენტები - ოთარ გაბელია, გელა ინალიშვილი; მეკარეების მწვრთნელი - დავით გვარამაძე.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
საზიზგრები ხარტ ვეტერანები ხურცილავას ტამადობიტ ზიხარტ მაქ ხმას არიგებტ როგორ იშლება ქარტული პეხბურტი ეხლა აპერისტი გაბელიაც დაგისაქმებიატ სიჩინავა არველაზეების მონებო ტქვენ მტავრობა მოგვაშორეტ ეს ზალიან ცუდი ადამიანები ფედერაციიდან
nukri
09:10 06-02-2015
0
ჩასაფრებული არა კვახი. ჩივაძე არ ვარგა.
akos
21:52 05-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული