"ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა. ესპანეთის, შვედეთისა და ხორვატიის ნაკრებებს ჩემი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ; მით უმეტეს, ესპანეთს, რომელსაც ყველა ასაკში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ჰყავს. შემიძლია ვთქვა, რომ ცხრა ჯგუფს შორის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე რთულია.
კალენდრით კმაყოფილი ვარ. როცა მეტოქეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პირდაპირ კონტაქტზე ვიყავი სფფ-ის პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან
რა თქმა უნდა, მუშაობას დღეიდან შევუდგებით და მარტში უკვე ამხანაგურ თამაშს დავგეგმავთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს სამწვრთნელო შტაბში სიახლეა: ბატონი ოთარ გაბელია ამ შესარჩევ ციკლში ჩვენთან ერთად იმუშავებს" - განაცხადა ჩივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2017 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მე-6 ჯგუფში მოხვდა და ჩვენი მეტოქეები ესპანეთის, ხორვატიის, შვედეთის, ესტონეთისა და სან-მარინოს ნაკრებები იქნებიან.
ევროშესარჩევის პირველ მატჩს კი საქართველოს ნაკრები 3 ივნისს, სან-მარინოში ჩაატარებს.
სფფ-ის პრესსამსახური