კენჭები კი არა, ლოდები - ევრო 2017-ის შესარჩევის წილისყრამ არ გაგვიმართლა

AutoSharing Option
წილი ნაყარია. ახლა ისღა გვაინტერესებს, გადალახავს თუ არა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისკენ სავალ არაერთ დაბრკოლებას და ითამაშებს თუ არა 2017 წელს პოლონეთში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე...

არ გაგვიმართლა!
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც წილისყრის დაწყების წინ მეოთხე კალათში იყო განთესილი, VI ჯგუფში მოხვდა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიის, ესტონეთისა და სან მარინოს წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს.

დიახ, არ გაგვიმართლა - იქით მუდმივი ფავორიტი ესპანეთი, აქეთ მუდმივად ყოჩაღი შვედეთი და ტალანტებით მდიდარი ხორვატია. ეს კი ასეა, მაგრამ დღეს ფეხბურთში ყველაფერი მინდორზე
წყდება და ბედთან შერიგება, წუწუნი და წინასწარ თავის დაზღვევა არაფერს მოგვცემს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 52 ახალგაზრდული ნაკრები 9 ჯგუფში გადანაწილდა. მივიღეთ 7 5-გუნდიანი და 2 6-გუნდიანი ჯგუფი. ნიონში გამართული წილისყრის საბოლოო შედეგები ასეთია:

I ჯგუფი: ჩეხეთი, ბელგია, ჩერნოგორია, მოლდოვა, ლატვია, მალტა.
II ჯგუფი: იტალია, სერბეთი, სლოვენია, ირლანდია, ლიტვა, ანდორა.
III ჯგუფი: საფრანგეთი, შოტლანდია, უკრაინა, ისლანდია, მაკედონია, ჩრდ. ირლანდია.
IV ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, საბერძნეთი, უნგრეთი, ალბანეთი, ლიხტენშტაინი.
V ჯგუფი: დანია, რუმინეთი, სომხეთი, უელსი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი.
VI ჯგუფი: ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, საქართველო, ესტონეთი, სან მარინო.
VII ჯგუფი: გერმანია, რუსეთი, ავსტრია, ფინეთი, აზერბაიჯანი, ფარერები.
VIII ჯგუფი: ჰოლანდია, სლოვაკეთი, თურქეთი, ბელორუსი, კვიპროსი.
IX ჯგუფი: ინგლისი, შვეიცარია, ნორვეგია, ბოსნია, ყაზახეთი.

ჯგუფების გამარჯვებულები პირდაპირ მოხვდებიან 2017 წლის ივნისში პოლონეთში გასამართ ევროფორუმზე, სადაც პირველად ითამაშებს 12 ნაკრები. 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი დანარჩენი 2 საგზურის ბედს გაარკვევს, ხოლო მე-12 მონაწილე ევროფორუმის მასპინძელი პოლონეთი იქნება.

შესარჩევ ციკლში მონაწილეობის უფლება აქვთ 1994 და შემდგომ წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს.


ვიწყებთ სან მარინოთი...
დასრულდა თუ არა წილისყრა, ჩვენს (VII) ჯგუფში თავმოყრილი ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები მაგიდას მიუსხდნენ და კალენდრის შედგენას შეუდგნენ.

რამდენიმესაათიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ შესარჩევის განრიგიც დაიბადა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოპერატიულად მოგვაწოდა ინფორმაცია კალენდრის თაობაზე. ჩვენი განრიგი ასეთია:

2015
3 ივნისი
სან მარინო-საქართველო

3 სექტემბერი
ხორვატია-საქართველო

7 ოქტომბერი
საქართველო-ესპანეთი

13 ოქტომბერი
საქართველო-ესტონეთი

13 ნოემბერი
ესპანეთი-საქართველო

17 ნოემბერი
საქართველო-შვედეთი

2016
23 მარტი
საქართველო-სან მარინო

ივნისი*
შვედეთი-საქართველო

1-ლი სექტემბერი
ესტონეთი-საქართველო

6 სექტემბერი
საქართველო-ხორვატია

* - შვედეთსა და საქართველოს შორის 2016 წლის ივნისში გასამართი მატჩის ზუსტი თარიღი მოგვიანებით დადგინდება.

თაობას ვერ დავემდურებით
სანამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები არ შეიკრიბებიან, მანამდე პრაქტიკულად შეუძლებელია მოწინააღმდეგეთა ზუსტ შემადგენლობასა და რეალურ ძალაზე საუბარი. ამ ასაკში ხომ ძალიან ხშირად იცვლება გუნდების შემადგენლობები.

ზემოთ, როცა ფავორიტები დავასახელეთ და ჩვენი ჯგუფი რთულად შევრაცხეთ, ევროპულ ფეხბურთში ძალთა ზოგადი თანაფარდობა გვქონდა მხედველობაში. ვიცით, რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი მომავალ შესარჩევ ციკლში.

თაობას ნამდვილად ვერ დავემდურებით. აი, ის ძირითადი ბირთვი, რომელიც ქვეყნის რანგით მეორე ნაკრებში უნდა მოვიაზროთ: ოთარ გოშაძე, ნიკა ჭანტურია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი ფანცულაია, ლუკა ზარანდია, ოთარ კიტეიშვილი, რომან ჭანტურია, აკაკი შულაია, მათე კვირკვია, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა კიკაბიძე და სხვები.

შესაძლოა, ვინმე გამოგვრჩა კიდეც, მაგრამ თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ თაობა კარგია. ამ პლეადის მთავარ ღირსებად კი ის მიგვაჩნია, რომ ეს ბიჭები თავიანთ ასაკში არასოდეს ყოფილან მაჩანჩალები. ისინი მიჩვეულნი არიან დიდ ტურნირებზე თამაშს და მიუჩვეველნი - მარცხს.

ამ თაობას რეალურად შეუძლია, გაახაროს ქართული ფეხბურთის ქომაგი და, რაც მთავარია, ხარისხიანი რეზერვით შეავსოს ქვეყნის უპირველესი ნაკრები!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
ჩივადზე გაბელია ნოდია კუტივადზე ხურცილავა და ასე შემდეგ ვინც ზიან და ვინც პეხბურტში არიან ვეტერანები კველა პეხბურტის მტრები არიან ჩუმად რომ ზიან და ხელებში რომ უკურებენ სიჩინა ვა არველადზეებს ვაი მარტლა ტქვენს პატრონს კველასას უბედურ მტრებოოოოოო
avto
13:06 08-02-2015
0
გ ე ტ ა ნ ხ მ ე ბ ი
vini
22:45 07-02-2015
0

სიახლეები პოპულარული