არჩილ არველაძე: ახალგაზრდულისთვის საინტერესო ვარიანტებს განვიხილავთ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მალე დაიწყებს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას. ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, გუნდში იმ თაობამ მოიყარა თავი, რომელსაც რეალურად შეუძლია ქომაგების გახარება.

ცხადია, ევროშესარჩევი ციკლის დაწყებამდე ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდებათ ამხანაგური მატჩები, რათა სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ კარსმომდგარ ბატალიებს.

რა მდგომარეობაა ახალგაზრდული ნაკრებისთვის სპარინგების მომზადების კუთხით?

ამ კითხვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს მივმართეთ და აი, რა გავიგეთ:

"საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევ ციკლს სან მარინოსთან მატჩით იწყებს. მანამდე ჩვენი გუნდი აუცილებლად ითამაშებს ამხანაგურ მატჩებს, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.

საბოლოო შეთანხმება ჯერ არავისთან გვაქვს, თუმცა საინტერესო ვარიანტებს კი განვიხილავთ...

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ვარიანტია ესპანეთის საერთაშორისო ტურნირზე გამგზავრება. ჯერჯერობით უცნობია, რა შემადგენლობა შეიკრიბება იქ, თუმცა ის კი ვიცით, რომ ტურნირი მადრიდში არ იქნება, ერთ-ერთ პროვინციაში დაგეგმეს...

ამის პარალელურად, გვაქვს შეთავაზება თურქეთის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორებისგანაც. გარდა ამისა, არის 5-6 შეთავაზება ამხანაგური მატჩის ჩატარების თაობაზე.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ამხანაგური შეხვედრები არ მოაკლდება", - გვითხრა არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ციკლში ჩივაძეს დაეხმარებიან ოთარ გაბელია და გელა ინალიშვილი, მეკარეებს კი დავით გვარამაძე მიხედავს.

შეგახსენებთ, რომ VI საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან მარინო იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
გენაცვალე კაციხარ კაცური დიდხანს იყავი ქარტულ პეგბურტსი
gio
21 აპრილი 2015 00:41
0
მაინც კარგები არიან მაგატი სიყვარულით მივიკვანე 35 სკოლაში ფეხბურთზე ჩემი შვილი ვნახოთ რა იქნება, არ ვიცნობ პირადად მაგრამ მომცონს სამივე გამრავლდით არველაძეებო
giorgi
24 თებერვალი 2015 19:03
0
არველაზე და ტყებუჩავა ბლოკავს ჩემ შვილსაც.ზუსტად ვიცი.ჩემი ამბიცია არ არის ბავშვის ნაკრებში თამაში ის ამას იმსახურებს მაგრამ არველაძეებს არ აწყობს ზუსტად ვიცი.იქნებ ფედეტაციამ მიაქციოს ყურადგება მარტო ეგენი არიან???
david
15 თებერვალი 2015 16:22
0
არველაძეები და ტყებუჩავა მიბლოკავს შვილს რამდევჯერმე შერჩევაზე გამოიძახეს შეკრებაზე სხვას იძახებენ ყველაფერი გასაგებია.ბავშვი რომელიც ყველას მოწონს რატო უნდა ჭირდებოდეს ვინმეს ჩარევა და დარეკვა, მიტოა ქარული ფეხბურთის საქმე კარგად
DATO
12 თებერვალი 2015 17:13
0
დანიშნეტ არჩევნები ტქვე მატხოვრებო სასცრაპოდ რა სუპერტას ელოდებიტ ხომ ხედავტ დაიშალა გუნდები და მოკვდა პეხბურტი ტქვენს ხელში
goga
12 თებერვალი 2015 10:30
0
ეს პორტრეტი მოაშორეტ აქედან ხომ ხედავტ როგორი ზიზგია არველაზეების მიმარტ შოტამ რადააშავა
lado
12 თებერვალი 2015 10:24
0
არცერტი ნორმალური სმსი ტქვენზე რომ ნორმალურს ცერდეს ცარმოიდგინეტ როგორ ეზიზგებიტ ხალხს
guja
12 თებერვალი 2015 10:03
0
ეს არველაზეები არ გახდნენ სააკაშვილები ცადიტ ბიზია მოშორდოტ მაქაურობას
vaja
12 თებერვალი 2015 09:49
0
ცადიტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ არველადზეებოო მოშორდიტ ფედერაციას
niko
12 თებერვალი 2015 09:40
0
არ შეიძლება სხვებმაც მართონ ფეხბურთი რაც მახსოვს სულ ეს გვარებია ჩივაძე Yიფიანი არველაძე გუცაევი მთლიანად სტრუქტურა უნდა შეიცვალოს მოედნებს რო ანგრევდენ სიტყვას არ ამბობდენ და ახლა კიდევ ფეხბურტის მამები გახდენ
bond batumi
12 თებერვალი 2015 00:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული