22 თებერვალს გუნდს მხოლოდ აღდგენითი ვარჯიში იქნება. 23 თებერვლის დილას კი, ნაკრები იტალიაში გაემგზავრება და რომთან ახლომდებარე ქალაქ გენზანოში დაბინავდება. იქვე იქნება შეკრება და საწვრთნელი პროცესი.
25 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში, იტალიის 19-წლამდელთა ნაკრები ქართველ თანატოლებს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ამხანაგური მატჩის ფორმატში, იტალიის ნაკრებს პირველად ვხვდებით.
გიორგი დევდარიანმა ამ მატჩისთვის შეკრებაზე 18 ფეხბურთელი გამოიძახა.
მეკარეები: ოთო გოშაძე ("ქასიმფაშა",
მცველები: ზურაბ მალანია ("შუქურა", ქობულეთი), ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ყველა "საბურთალო"), გიორგი თევზაძე ("სამტრედია"), გიორგი დუმბაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი)
ნახევარმცველები: გიორგი კილასონია ("მეტალურგი", რუსთავი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო"), დემურ ჩიხლაძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ცოტნე მესხი ("შუქურა", ქობულეთი), გიორგი ბერიძე ("ზესტაფონი"), ლუკა ზარანდია ("გენკი", ბელგია)
თავდამსხმელები: რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია), ილია კერძევაძე (სამტრედია)
რაც შეეხებათ ნაკრების ლეგიონერებს - რომან ჭანტურიასა და ლუკა ზარანდიას, ისინი გუნდს იტალიაში შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის 1-ლი ჯგუფის მატჩები, რომელშიც საქართველოს ნაკრები ესპანეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად მოხვდა, 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისში გაიმართება.
მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით