U17. ჩრ. ირლანდია-საქართველო 2:4 - კარი მაინც გავიჯახუნეთ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მხოლოდ კარი გაიჯახუნა - ჰოლანდიასა და ბელგიასთან მარცხის შემდეგ გოჩა ტყებუჩავას გუნდმა ჩრდილოირლანდიელები დაამარცხა და იმით თუ ინუგეშებს თავს, რომ ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწია.

ჩვენი ნაკრებიდან გოლები გიორგი არაბიძემ, გიორგი გვასალიამ და ირაკლი ბუღრიძემ გაიტანეს. ბუღრიძის ანგარიშზე დუბლია. ქართველთა უპირატესობა მთელი შეხვედრის განმავლობაში აშკარა იყო, რაც ანგარიშშიც აისახა.

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ბელგია და ჰოლანდია უგოლოდ დაზავდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ელიტრაუნდის მასპინძელი ნიდერლანდელები მეორე ადგილზე დარჩნენ.

17 მარტი, 2015. ელიტრაუნდი. გენდტი, ჰოლანდია
U17. ჩრდ.ირლანდია-საქართველო 2:4 (0:2)

გოლები: ბუღრიძე (6, 33), არაბიძე (48), ლავერი (60), გვასალია (75), კინგი (80+3)
გაფრთხილება: კუხიანიძე
მთ. მსაჯი - მილან ილიჩი (სერბეთი)

ჩრდ.ირლანდია: გარტსაიდი, ნ.კერი, მ.კერი, კინგი, კონატი, გორდონი (ჯელოუ 41), მაკკი, ლავერი, იანგი (მაკკლინი 55), შევლინი (რუნი 41), ჰამილი
მთ. მწვრთნელი - ჯიმ მაგილტონი

საქართველო: ჩოჩიშვილი, ბერძენაძე, ბულუხაძე, ლოჩოშვილი, კობოური, კუხიანიძე, ნიკოლაშვილი (ყურაშვილი 66), არდაზიშვილი (სამურკასოვი 62), არაბიძე, ბუღრიძე, გვასალია
მთ. მწვრთნელი - გოჩა ტყებუჩავა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 3 2 1 0 8-0 7
2. ჰოლანდია 3 1 2 0 3-1 5
3. საქართველო 3 1 0 2 4-8 3
4. ჩრ. ირლანდია 3 0 1 2 3-9 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
არ იყო გადამწყვეტი თამაში არველაზეს რატოღა ათამაშებდა.ამ შემადგენლობით რო დაეწყო უკეთესი შედეგით დაბრუნდებოდნენ
gurami
17:14 25-03-2015
0
shvili ro gavzardo talanto qondes mteli cxovreba gadavyve mis fexburtelad dadgomas da asetma ... arcaiyvanos xo gavape shuashi najaxit.
batumi
10:46 20-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული