შეგახსენებთ, რომ ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები პირველ შეხვედრაში პოლონელებთან დამარცხდნენ (0:1), 25 მარტს კი უკრაინას დაუპირისპირდნენ და კვლავ წააგეს, ამჯერად - 1:3.
ჩვენებიდან ერთადერთი გოლი თბილისის "დინამოს" თავდამსხმელმა ბექა მიქელთაძემ გაიტანა.
მაისურაძის გუნდი მომდევნო მატჩს ხვალ, 27 მარტს, მასპინძელ ლატვიასთან ჩაატარებს და შეკრებასაც დაასრულებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"