საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში მეორე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ბაქოდან დაბრუნდა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც 10-14 აპრილს "განვითარების თასზე" იასპარეზა.

პირველ მატჩში ქართველმა ჭაბუკებმა 2:0 მოუგეს საბერძნეთს, მერე დამარცხდნენ აზერბაიჯანთან (1:2), ხოლო დასკვნით მატჩში ყაზახთა ძლევით (2:0) მეორე ადგილი დაიკავეს.

ეს ნაკრები, რომელსაც გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის, შემოდგომაზე გასამართი ევროშესარჩევი ციკლისთვის (უნგრეთში გაიმართება) ემზადება. ამ ციკლში გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების სახელით, მეტოქეებად კი, მასპინძელი უნგრელების გარდა, რუმინელი და სლოვაკი თანატოლები ეყოლება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გენაცვალე ავსაჯან მიდი უბერე
goga
23 აპრილი 2015 01:40
0
ავსაჯანაამ იაროს გამარჯვებიტ იმიტო რმ კაცური კაცია ვენაცვალე უპალმა დაგლოცოს
temuri
21 აპრილი 2015 00:11
0
აბა, ვის მამას რამდენი აქვს გადახდილი?
roma
17 აპრილი 2015 11:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული