მოგეხსენებათ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდს ურთულესი ევროშესარჩევი ჯგუფი ერგო - ჩვენთან ერთად არიან ესპანეთი, შვედეთი, ხორვატია, ესტონეთი და სან მარინო.
როგორც შევიტყვეთ, აქტიურ ფაზაშია შესული საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის სწორედ ასეთი კვალიფიციური სპარინგ-პარტნიორის მოძიების საკითხი. ამ დროისთვის განიხილება ოთხი-ხუთი რეალური ვარიანტი.
ამ ჩამონათვალიდან მხოლოდ ორი პოტენციური მეტოქის ვინაობა შევიტყვეთ - ჩეხეთი და პოლონეთი. ცხადია, არცერთ მათგანს ჩვენი დასაწუნი არაფერი სჭირს.
აქვე გავიგეთ
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"