საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიზეზის გამო გუნდს უკრაინაში ვერ დაეხმარებიან ძირითადი ბირთვის ფეხბურთელები: გიორგი თევზაძე, ილია კერძევაძე, რომან ჭანტურია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი კილასონია, ხოლო ლუკა ზარანდია ტრავმას იშუშებს.
უკრაინულ შეკრებაზე გიორგი დევდარიანმა ნაკრებში ორი დებიუტანტი მიიწვია - ქუთაისის "ტორპედოს" ახალგაზრდა ნახევარმცველი ზაურ
საინტერესოა, რომ სულ გუნდში პირველი ლიგის B ჯგუფის გამარჯვებული "საბურთალოდან" 8 მოთამაშეა, პლუს, "ქასიმფაშას" მეკარე ოთო გოშაძე, რომლის ტრანსფერიც სწორედ "საბურთალოს" ეკუთვნის. უკრაინაში გუნდი ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:
მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი);
მცველები: ჯიმი ტაბიძე, გაგი მარგველაშვილი, გია ჩაბრაძე (ყველა - საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (დინამო, თბ), გიორგი დუმბაძე (ლოკომოტივი);
ნახევარმცველები: გიორგი ხარაიშვილი, ლადო მამუჩაშვილი (ორივე - საბურთალო), ლადო მოხევიშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ზაურ გოგუაძე (ტორპედო), ბექა ჭკუასელი (დინამო, ბთ);
თავდამსხმელები: გიორგი ხორხელი, გურამ გოშთელიანი (ორივე - საბურთალო), გიორგი ბერიძე, მათე კვირკვია (ორივე - ზესტაფონი), აკაკი შულაია (მერანი).
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებს 29 მაისიდან 3 ივნისამდე თბილისი უმასპინძლებს, ჩვენი მეტოქეები კი ესპანეთი, პორტუგალია და თურქეთი იქნებიან. საბერძნეთში დაგეგმილ ფინალურ ეტაპზე (6-15 ივლისს) მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოხვდება.
ამ შეხვედრებისთვის უკრაინის ნაკრებში გამოიძახეს ბექა ვაჩიბერაძეც, რომელმაც ახლახან დონეცკის "შახტარის" რიგებში იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
სხვათა შორის, ოლექსანდრ გოლოვკოს გუნდიც ელიტრაუნდისთვის ემზადება. 29 და 31 მარტს ამ გუნდმა საბერძნეთთან ამხანაგური მატჩები ფრედ დაასრულა (2:2 და 1:1). დონეცკის "შახტარის" ქართველმა ნახევარმცველმა პირველი შეხვედრა გამოტოვა, მეორეში კი მოედანზე შეცვლაზე შევიდა და 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"