U19. საქართველო-ესპანეთი 1:4 - ელიტრაუნდი წაგებით დავიწყეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ესპანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მარკო ასენსიომ შორი მანძილიდან დაარტყა, რასაც რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი ოთო გოშაძის კარში ჩაეშვა.

ესპანელმა ჭაბუკებმა მალევე მეორე გოლიც გაიტანეს - 27-ე წუთზე ხესუს ვალეხომ დაასწრო ქართველ მცველებს, მარცხენა ფრთიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი კარგად შეაგება და კარში გადაგზავნა.

გიორგი დევდარიანის გუნდმა გაშვებული გოლების შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობის შემცირებაც
შეძლო. 45-ე წუთზე რომან ჭანტურიას კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი თევზაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა 79-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს - მარცხენა ფრთიდან იერიში ბორხა მეიორალმა დაასრულა.

დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს გატანის შანსი ჰქონდათ, გამოსარჩევი გიგი მარგველაშვილის ეპიზოდი იყო, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ესპანელთა ხარიხას მოხვდა.

საბოლოო ანგარიში ისევ ესპანელებმა დააფიქსირეს - 90-ე წუთზე, ალფონსო პედრაზამ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თებიძეს ახლო ძელთან გაუტანა - 4:1.

ელიტრაუნდის ჯგუფში მანამდე გამართულ მატჩში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქ თანატოლებს გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია (46, გოშთელიანი), კერძევაძე (46, მოხევიშვილი), ჩაბრაძე (79, შულაია).

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 31 მაისს, პორტუგალიის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ჯგუფის პირველ მატჩში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
თეთრები რომ უკეთ თამაშობდნენ ცხადია. მე მე-2 ტაიმს ვუყურე და მე-2 ტაიმი კონცენტრაციის დაკარგვით წააგეს. თამაში ერთია მეორე კი კონცენტრაციის დაკარგვა და ტაქტიკური მონახაზის დაცვაა. თუ ბიჭები ამ ორ დეტალს იმ დონეზე აიყვანენ როგორც თამაშს მაშინ ესპანეთის ნაკრებს მოუგებენ და არც უმნიშვნელო ანგარიშით. მე არ ვამბობ რომ ფორტუნა არ იყო ჩვენს მხარეს,ანგარიში თამაშიდან გამომდინარე სწორად დასრულდა.ვსაუბრობ რა პრობლემა არსებობს და რისი გამოსწორებაც არც ისე ძნელია. ასეთ შემთხვევაში დღევანდელ ესპანურ ნაკრებს ჩვენი ბიჭები მოუგებენ. აბა გთხოვ მითხრა რომელ კომპონენტში იყო ესპანეთი ჩვენი ტოლი, სათამაშო კომპონენტზეა საუბარი და არა ტაქტიკური სქემის დაცვაზე.
v.v.a. s - nikasgan
30 მაისი 2015 04:09
0
ესეც ჩვენი ბლატნოი ახალგაზრდა ნაკრების თაობა , თამაშის დროს ბურთზე უნდა იპიქროტ თორე ხელები კი არ უნდა შალოთ ტაში დაგვიკარითო ...
gigla
30 მაისი 2015 01:25
0
nika- ჩვენები თეთრებით თამაშობდნენ
.
v.v.a.
30 მაისი 2015 01:15
0
ჩვენი გუნდი აღემატება ესპანურს, ვინც ფეხბურთი იცის სადაოდ არ გახდის ამ საკითხს. ბიჭებმა ითამაშეს მეტოქეზე ერთი თავით მაღლა, უბრალოდ კონცენტრაციის დაკარგვა იყო ხშირი რასაც ესპანელები იყენებდნენ, თორემ ყველა დონეზე ქართველებმა ესპანელები დაჩაგრეს პირდაპირი გაგებით. კონცენტრაცია და თამაშის გონებით მართვა, აი, რა სჭირდება გუნდს ად იქნება პირველი გუნდდთაგანი მსოფლიოში. ბ-ნ დევდარიანს დიდი მადლობა და რჩევა: კონცენტრაციის ბოლომდე შენარჩუნება პროფესიონალური,გონებრივი და ნაკლებემოციური თამაშის უზრუნველყოფაა. მადლობა ბიჭებს.
nika
30 მაისი 2015 00:36
0
ახალგზრდები, დიდი ქართველი ფეხბურთელებივით ხელებს როგორ შლიან ხედავთ? გოლი როცა გადის და მათი აზრით მათი ბრალი არ არის.

კარგი თაობა გვეზრდება. ქართველი ფეხბურთელების მთავარი ატრიბუტი უკვე შეთვისებული აქვთ.
ამერიკელი
29 მაისი 2015 23:59
0
კაი ბიჩები ხართ კარგად ითამაშეთ მაგრამ ცავაგეთ 4-1 რაშია საქმე ვინმე ხომ ვერ მეტკვის
kako
29 მაისი 2015 22:55
0
ჩვენების თამაშს არაუშავდა, მაგრამ მომენტებს უნდა გამოყენება ძმაო. აი ვინც გამოიყენა კი ეტყობათ ანგარიშსზე
koba
29 მაისი 2015 19:56
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული