U19. საქართველო-ესპანეთი 1:4 - ელიტრაუნდი წაგებით დავიწყეთ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 მაისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ესპანეთის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მარკო ასენსიომ შორი მანძილიდან დაარტყა, რასაც რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი ოთო გოშაძის კარში ჩაეშვა.

ესპანელმა ჭაბუკებმა მალევე მეორე გოლიც გაიტანეს - 27-ე წუთზე ხესუს ვალეხომ დაასწრო ქართველ მცველებს, მარცხენა ფრთიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი კარგად შეაგება და კარში გადაგზავნა.

გიორგი დევდარიანის გუნდმა გაშვებული გოლების შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობის შემცირებაც
შეძლო. 45-ე წუთზე რომან ჭანტურიას კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი თევზაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მეორე ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა 79-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს - მარცხენა ფრთიდან იერიში ბორხა მეიორალმა დაასრულა.

დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს გატანის შანსი ჰქონდათ, გამოსარჩევი გიგი მარგველაშვილის ეპიზოდი იყო, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ესპანელთა ხარიხას მოხვდა.

საბოლოო ანგარიში ისევ ესპანელებმა დააფიქსირეს - 90-ე წუთზე, ალფონსო პედრაზამ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თებიძეს ახლო ძელთან გაუტანა - 4:1.

ელიტრაუნდის ჯგუფში მანამდე გამართულ მატჩში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქ თანატოლებს გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 მოუგო.

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია (46, გოშთელიანი), კერძევაძე (46, მოხევიშვილი), ჩაბრაძე (79, შულაია).

მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 31 მაისს, პორტუგალიის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ჯგუფის პირველ მატჩში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ჩვენების თამაშს არაუშავდა, მაგრამ მომენტებს უნდა გამოყენება ძმაო. აი ვინც გამოიყენა კი ეტყობათ ანგარიშსზე
koba
19:56 29-05-2015
0
კაი ბიჩები ხართ კარგად ითამაშეთ მაგრამ ცავაგეთ 4-1 რაშია საქმე ვინმე ხომ ვერ მეტკვის
kako
22:55 29-05-2015
0

სიახლეები პოპულარული