18:55 29-05-2015
U19. საქართველო-ესპანეთი 1:4 - ელიტრაუნდი წაგებით დავიწყეთ [VIDEO]
AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე გამართულ შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მარკო ასენსიომ შორი მანძილიდან დაარტყა, რასაც რეკოშეტი მოჰყვა და ბურთი ოთო გოშაძის კარში ჩაეშვა.
ესპანელმა ჭაბუკებმა მალევე მეორე გოლიც გაიტანეს - 27-ე წუთზე ხესუს ვალეხომ დაასწრო ქართველ მცველებს, მარცხენა ფრთიდან ჩამოწოდებულ ბურთს ფეხი კარგად შეაგება და კარში გადაგზავნა.
გიორგი დევდარიანის გუნდმა გაშვებული გოლების შემდეგ ფარ-ხმალი არ დაყარა, ტაიმის მიწურულს კი სხვაობის შემცირებაც შეძლო. 45-ე წუთზე რომან ჭანტურიას კარგი გადაცემით, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი თევზაძემ მახვილი კუთხიდან გაიტანა.
მეორე ტაიმი ქართველმა ჭაბუკებმა აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე ეპიზოდში ანგარიშის გათანაბრების შანსიც ჰქონდათ, თუმცა 79-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში მიიღეს - მარცხენა ფრთიდან იერიში ბორხა მეიორალმა დაასრულა.
დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს გატანის შანსი ჰქონდათ, გამოსარჩევი გიგი მარგველაშვილის ეპიზოდი იყო, რომლის თავურის შემდეგ ბურთი ესპანელთა ხარიხას მოხვდა.
საბოლოო ანგარიში ისევ ესპანელებმა დააფიქსირეს - 90-ე წუთზე, ალფონსო პედრაზამ გათამაშებული კომბინაციის შემდეგ თებიძეს ახლო ძელთან გაუტანა - 4:1.
ელიტრაუნდის ჯგუფში მანამდე გამართულ მატჩში პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებმა თურქ თანატოლებს გამანადგურებელი ანგარიშით, 6:1 მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, მალანია, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე, ჭანტურია (46, გოშთელიანი), კერძევაძე (46, მოხევიშვილი), ჩაბრაძე (79, შულაია).
მომდევნო შეხვედრას საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 31 მაისს, პორტუგალიის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც ჯგუფის პირველ მატჩში თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მიიღებს.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
შენ ეტყობა დაბოლილი უყურებდი