ესპანელმა 19-წლამდელებმა თურქ თანატოლებს "მესხზე" ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს

AutoSharing Option
თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათარადარიგო მოედანზე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩი გაიმართა, რომელშიც ესპანელმა ჭაბუკებმა თურქი თანატოლები გაანადგურეს - 5:0.

დუბლით ბორხა მაიორალი გამოირჩა (55, 77 წუთებზე), თითო კი ალფონსო პედრასამ (8) ხესუს ვალეხომ (43) და მარკო ასენსიომ (73) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ჯგუფს სათავეში მოექცა. დღის მეორე შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მოგვიანებით გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ესპანეთმა საქართველოს ანგარიშით 4:1 მოუგო, პორტუგალიამ კი
თურქეთი გაანადგურა - 6:1.

ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება, მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული