U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ელიტრაუნდში მეორე მატჩი პორტუგალიის თანატოლთა გუნდთან გამართა და ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

31 მაისს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ, I ჯგუფის მეორე შეხვედრაში წაგებით გიორგი დევდარიანის შეგირდებმა ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.

ანგარიში პორტუგალიელებმა უკვე მე-4 წუთზე, პედრო როდრიგესის ზუსტი 11-მეტრიანით გახსნეს.

ტაიმის მიწურულს ზურაბ მალანიამ (45) გაათანაბრა, გურამ გოშთელიანმა კი 49-ე წუთზე საქართველოს ნაკრები წინაც გაიყვანა.

მაგრამ ქართველმა ჭაბუკებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს - ოთო გოშაძის კარი ჯერ ფლავიო სილვამ
აიღო 70-ე წუთზე, აქედან 6 წუთში კი უკვე ჟილ დიასმა გაიტანა და საბოლო ანგარიში დააფიქსირა.

88-ე წუთზე საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა - მსაჯმა მეორე გაფრთხილებისთვის მოედნიდან ლუკა ზარანდია გააძევა.

მანამდე გამართულ შეხვედრაში, ესპანელმა ჭაბუკებმა თურქი თანატოლები გაანადგურეს - 5:0.

დუბლით ბორხა მაიორალი გამოირჩა (55, 77 წუთებზე), თითო კი ალფონსო პედრასამ (8) ხესუს ვალეხომ (43) და მარკო ასენსიომ (73) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის პირველ ჯგუფს სათავეში მოექცა.

ელიტრაუნდი, რომელსაც თბილისის მასპინძლობს, 3 ივნისს დასრულდება - მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე პორტუგალია ესპანეთს, ხოლო საქართველო თურქეთს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 6-15 ივლისს საბერძნეთში გაიმართება, ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ფეხბურთის კომენტატორებს ვთხოვ ისწავლონ რა არის თამაშის რეპორტაჟი და რითი განსხვავდება ფეხბურთზე საუბრისგან(ან ჭორაობისგან)
რევაზ მებონია
19:21 31-05-2015
0
სიტყვები არ მყოფნის ისე ვარ გაბრაზებული და გაოგნებული. პორტუგალიას ფაქტობრივად გადავუარეთ და დავთრგუნეთ. თუმცა იძალა უძველესმა ქართულმა სენმა - უამრავი მომენტის ასე საოცრად განიავება. ჩვენები თავდასხმაში საოცარ შეცდომებს უშვებდნენ გადამწყვეტ მომენტში (უცნაური პასები, საქმის გართულება, უაზრო ბურთის თრევა), თან რეგულარულად. პორტუგალიას აჩუქეს, ფაქტობრივად მიართვეს გამარჯვება. და უკვე მერამდენე წელია ასე ემართებათ ქართველებს. საშინელება ის არის, რომ უკვე ამ ახალგაზრდულ ასაკშიც. ამის აღმოსაფხვრელად რატომღაც სერიოზულად არ მუშაობენ ჩვენი მწვრთნელები, უბრალოდ გაკვრით ამბობენ მომენტები ვერ გამოვიყენეთო. არადა, სანამ ამ პრობლემას არ მოვაგვარებთ, არაფერი გამოვა!
kaxa
19:32 31-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული