არქიმანდრიტი ანთიმოზი: არც ნასვამი ვყოფილვარ და არც რუმინელი მსაჯი მიცემია

AutoSharing Option
31 მაისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე" გამართული საქართველოს და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩის (2:3) შემდეგ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნასვამი არქიმანდრიტი ანთიმოზი გასახდელში შევარდა და მატჩის არბიტრს, რუმინელ რადუ პეტრესკუს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება მალევე განიმუხტა და არქიმანდრიტი გარეთ გაიყვანეს, მაგრამ, თურმე, ამის მერეც აგრძელებდა ბილწსიტყვაობას.


"ლელოს" კორესპონდენტი ამ ამბავს არ შესწრებია, სხვადასხვა წყაროსგან კი დავადგინეთ, რომ ფიზიკური არა, მაგრამ არქიმანდრიტ
ანთიმოზის მიერ არბიტრის სიტყვიერი შეურაცხყოფა კი ყოფილა.

მოგვიანებით, არქიმანდრიტმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა განმარტება, რასაც სტილის დაცვით გთავაზობთ:

"ეხლა ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესკუს გასახდელში შეუვარდი ნასვამი და ვცემე!

სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში, რუმინელი ესე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
არადა საცემი იყო აშკარად!!!!!!!
v.v.a.
02 ივნისი 2015 09:35
0
ეგრეა ემზარ, ეგრე! სამწუხაროდ ამას არავინ ამბობს - წაგების რეალურ მიზეზს. ან ამბობენ არ გაგვიმართლაო, ან ძალა აღმართს ხნავსო. სანამ ასეთი არასწორი მიდგომა იქნება არაფერი გვეშველება. რაც შეეხება მსაჯს, რა თქმა უნდა, მისმა მოქმედებამ შედეგზე არ იქონია გავლენა, უბრალოდ საწყენია, როცა მსაჯები ჩვენს ბიჭებს ასე გამუდმებით ჩაგრავენ. რამე უნდა იღონონ ჩვენმა ფეხბურთის მამებმა ამასთან დაკავშირებით.
zura
01 ივნისი 2015 23:05
0
რუმინელი მსაჯის მსაჯობა არც მე მომეწონა პენალტი არ იკო დასანიშნი ჩვენ კარში მაგრამ დამარცხება ჩვენი ბიჭების სუსტმა ტამაშმა განაპირობა განსაკუთრებიტ ჩვენ მიერ მეირე გატანილი ბურთის შემდეგ ჩვენები მოესვეს გადაერთეს ბურთის ზედმეტ ტარებაში ამიტ ისარგებლეს პორტუგალიელებმა და გაგვიტანეს გოლები მხოლოდ სათამაშო დისწიბლინისუკეთესობის წყალობით გაჯობეს თორემ ტექნიკაში და აზროვნებიტ ჩვენ ვჯობდით
emzari
01 ივნისი 2015 22:01
0
როცა ჩვენი ფედერაცია ხმას არ იღებს ამ რუმინელი მსაჯების აგრესიაზე ჩვენი ფეხბურთელების მიმართ, დიახაც ძალიან კარგია, რომ მამა ანთიმოზმა ამოიღო ხმა და იმ უნამუსოს აგრძნობინა, რომ არაფერი იმალება და არავის არაფერი შერჩება ტყუილუბრალოდ.
zura
01 ივნისი 2015 20:59
0
ნუთუ არ შეიძლება აილაგმოს ეს ვითომ მღვდელმსახური? არა რა, ჩვენ არ გქვია სახელმწიფო. ქვეყანა კი არა, სუფთა ბალაგანია.
meko
01 ივნისი 2015 16:40
0
ვენაცვალე სულში და გულში. შეგნებაშიც
irakli
01 ივნისი 2015 14:50
0
ოღონდ ამას ანთიმოზ ივერიელის სახელისა და ხსოვნის შეურაცხყოფის უფლებას ნუ აძლევთ და თუ გინდათ, ისევ სააკაშვილს უძახეთ შუქურა და მურაბა....
დათო#
01 ივნისი 2015 14:19
0
მარაზმია უკვე! მერამდენედ აკეთებს ეს "მამაო" მსგავ რაღაცას?
del piero 10
01 ივნისი 2015 14:08
0

სიახლეები პოპულარული