"საბჭოთა კავშირში რუსი მსაჯები გვჩაგრავდნენ, ახლა კი ევროპელები..."

AutoSharing Option
...ეს შემთხვევა საქართველოსა და პორტუგალიის 19-წლამდელთა ნაკრებთა ელიტრაუნდის მატჩის შემდეგ მოხდა. ჩვენი გუნდი 2:3 დამარცხდა.


გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) საფინალო სასტვენის მერე რუმინელ მსაჯ რადუ პეტრესკუს გასახდელში შეუვარდა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"გასახდელების გვირაბამდე შემოაღწია, სტიუარდს უთხრა, ჩემი სულიერი შვილები წაგებას განიცდიან და უნდა დავლოცოო. მერე შემოვარდა და მსაჯისკენ გაიწია. სტიუარდებმა დროულად მოახერხეს მისი გაყვანა.

უეფას დელეგატმა გუშინ შეადგინა რაპორტი, სადაც დაწვრილებით აღწერა ყველაფერი და გადააგზავნა ორგანიზაციის
ოფისში. ჯერ არ ვიცით, ამას რა სანქციები მოჰყვება.

ტურნირი ძალიან კარგად მიდიოდა, უეფას დელეგატისგან დადებითი შეფასებები იყო, ახლა კი ფულადი ჯარიმა იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გადაიხადოს", - ეს განცხადება ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურში გააკეთეს.

არქიმანდრიტი ანთიმოზი ბრალდებას უარყოფს და მას სოციალურ ქსელში პასუხობს: "ახლა ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს რუმინელ მსაჯ პეტრესკუს გასახდელში შევუვარდი ნასვამი და ვცემე! სინამდვილეში ნასვამი არ ვიყავი, არც გასახდელში შევვარდნილვარ. გასასვლელში ვიდექი და ვუთხარი: ანთიმოზ ივერიელი ვარ და ანთიმ ივერიანოს ქვეყანაში რუმინელი ასე არ უნდა იქცეოდე, მოგკითხავს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი-მეთქი. სულ ეს იყო".

"ლელოსთან" კი არქიმანდრიტმა ანთიმოზმა შემდეგი ბრძანა:

"ესპანეთთან და პორტუგალიასთან ჩვენი 19-წლამდელების თამაშებს რომ დავესწარი, მსაჯობით გაოცებული დავრჩი. ამ ევროპელებს მეორეხარისხოვანი ხალხი ვგონივართ!

საბჭოთა კავშირში რუსი მსაჯები გვჩაგრავდნენ, ახლა კი იმავეს ევროპელები აკეთებენ, თანაც - თბილისში!

მატჩის შემდეგ ჩავედი გასახდელში, ზარანდია რომ დამეწყნარებინა. ლუკა ნიჭიერი ბავშვია და ემოციებმა სძლია. ამ დროს გასახდელების გვირაბში მსაჯი შემოვიდა და ვუთხარი - ასეთი რამ ანთიმოზ ივერიელის ქვეყნის წარმომადგენელს არ გეკადრებათ-მეთქი.

კი ბატონო, აკრედიტაციის გარეშე არ უნდა ვყოფილიყავი და პეტრესკუსაც ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ ადამიანურად შენიშვნა მივეცი და საიდან მოიტანეს, რომ ნასვამი ვიყავი, დებოში ავტეხე და გასახდელში შევვარდი. ეს დიდი სიცრუეა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ამან ეკლესია ხო შეარცხვინა ეხლა ფეხბურთსაც გადასწვდა იმენა ეშმაკი ყავს ტიპს და ანგელოზი ვარო იძახის
mooN
15:42 02-06-2015
0
ვიცით რომ უეფას დელეგატები იტყუებიან და შენ მართალს ამბობ, ისეთი უმწიკვლო პიროვნება ხარ მაგას როგორ იკადრებდი? არც იმ ვიდეოში არ იგინები ამას წინათ რომ გაგივრცელეს, არც ახალა არ შეაგინებდი დარწმუნებული ვარ. მაშინაც მოგიწყვეს და ეხლაც, გადაგეკიდნენ, შენი ჯინი ჭირთ. სამარცხვინო ხარ ბაბუ სამარცხვინო და არსად გამოსაჩენი!!!
fraternity
15:53 02-06-2015
0

სიახლეები პოპულარული