პოლონელები ქართველ ფეხბურთელს ნაკრებში თამაშს სთავაზობენ!

AutoSharing Option
ფოტოზე: გოჩა ავსაჯანიშვილი
სულ მალე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით, პოლონეთის პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს. ჩვენი ჭაბუკები ემზადებიან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის, რომელიც ოქტომბერში უნგრეთში გაიმართება.

"ლელო" საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და მისგან არაერთი საინტერესო ინფორმაცია მოისმინა...

- ბატონო გოჩა, როგორ ემზადებით პოლონეთში გასამართავი საერთაშორისო ტურნირისთვის?
- მზადებას 15-17 აგვისტოს ვიწყებთ, 22-დან კი შეკრებაზე გადავალთ. შეიძლება საქართველოს ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე შევიკრიბოთ ან რომელიმე სასტუმროში. ეს უახლოეს მომავალში გა
დაწყდება.

- პოლონეთში როდის მიემგზავრებით?
- 31 აგვისტოს წავალთ პოლონეთში და ვითამაშებთ წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში, რომლის მთავარი მიზანია, კარგად მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის.

- რომელ გუნდებთან მოუწევს თქვენს ნაკრებს თამაში პოლონეთში?
- ჯერ იმას გეტყვით, რომ ეს არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ პირველი შეხვედრა ბელგიასთან გვექნება. ამ ნაკრების გარდა, ჩვენს ჯგუფში არიან შვედეთი და ნორვეგიაც.

- ამ ტურნირისთვის ძირითადი ბირთვი უკვე შეიგულეთ?
- კი, რა თქმა უნდა, მონახაზი უკვე გვაქვს...

- ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის?
- დიახ, ყველა. გამოჯანმრთელდა ნახევარმცველი კუციაც, რომელიც აქამდე დაშავებული იყო. ის ამპლუით ნახევარმცველია და საქმეში აუცილებლად ვნახავთ.

- და რა იქნება პოლონური ვოიაჟის შემდეგ? საამისო გეგმაც მზად გაქვთ?
- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 24 ოქტომბერს იწყება. მანამდე ავსტრიაში გვექნება ათდღიანი შეკრება. მოგეხსენებათ, შესარჩევი ციკლის მატჩები უნგრეთში ჩატარდება. ავსტრიაც გვერდითაა...

- ჩვენს ჯგუფში არიან უნგრეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. რა ინფორმაცია გაქვთ მეტოქეებზე?
- ჯერ მხოლოდ ჩანაწერები ვნახეთ. ამ მხრივ მთავარი სამუშაო წინაა. პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე თამაშობს რუმინეთის ნაკრები და მას ყველანაირად დავაკვირდებით. ცხადია, ისინიც შეისწავლიან ჩვენს გუნდს...

- ზემოთ გვითხარით, რომ ნაკრების ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებულია. ვიცით ისიც, რომ ძიებას აგრძელებთ. პოლონეთის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ახალ სახეებს თუ ვიხილავთ?
- ამ მხრივ სიახლე გვაქვს. პოლონეთში დაგვხვდება ორი ქართველი ფეხბურთელი. პირველი, ეს გახლავთ საბა ჯიქია. ის 1999 წელს არის დაბადებული. ამპლუით ნახევარმცველია და, როგორც მითხრეს, ძალიან სწრაფია. ორივე ფლანგზე თამაშობს. ის ცნობილი კლუბის, ხოჟუვის "რუხის" საფეხბურთო აკადემიის გუნდშია...

და არის კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რომლის მონაცემებსაც უახლოეს დღეებში მომაწვდიან. ახლა მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ პოლონელებმა მას თავიანთ 17-წლამდელებში თამაში შესთავაზეს...

რა თქმა უნდა, პოლონეთის ნაკრების ხელმძღვანელობა შემთხვევით არ გამოიჩენდა ინტერესს ამ ფეხბურთელის მიმართ და არ ვაპირებთ, ხელიდან გავუშვათ ამ მოთამაშის საქმეში ნახვის საშუალება.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ და მხოლოდ ღირსეული კადრები ითამაშებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ტყებუჩავამ ხო გაგვბერა ეხლა ვნახოთ თქვენ რას იზავთ თბილიშში ამხანაგურ თამაშზე ვიყავი მომეწონა ნაკრები ქიმერას ფანი ვარ მიხედეთ არ გააფუჭოთ
misha
22:53 06-08-2015
0
შემადგენლობას რო გამოაცხადებ მერე ვიტყვით თუ ყველა გირსეული გყავს
dato
22:49 06-08-2015
0

სიახლეები პოპულარული