ვასილ მაისურაძის შეგირდებს შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები ელით. მანამდე, გუნდი გენერალურ რეპეტიციას სწორედ ლატვიასთან ამხანაგური მატჩებით გაივლის. მაისურაძემ ფეხბურთელები უკვე შეკრიბა.
ბალტიისპირელები თბილისს 4 სექტემბერს ესტუმრებიან, მატჩები კი 5 და 7 სექტემბერს გაიმართება. ორივე თამაშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. მატჩები 18 საათზე დაიწყება
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"