საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს, 3 სექტემბერს, ჩვენი დროთ 18 საათზე, პატარა ქალაქ კოპროვნიცაში ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრაში მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.
ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. უკანასკნელ წამს ნაკრებს დააკლდა მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელიც ეროვნული გუნდის თავკაცმა კახა ცხადაძემ შოტლანდიასთან შეხვედრისთვის შეიგულა.
ამ ეტაპზე ახალგაზრდული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ეროვნულ გუნდში საჭიროდ არ ჩათვალა რამდენიმე მოთამაშის გამოძახება. მათ შორის უნდა გამოვარჩიოთ ნორვეგიული "სტაბეკის" ნახევარმცველი გიორგი გოროზია.
მთლიანობაში, საქართველოს
მეკარეები: ბექა ქურდაძე (საბურთალო), ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი);
მცველები: გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ხარაიშვილი, გაგი მარგველაშვილი (ორივე - საბურთალო), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), ნიკა სანდოხაძე, დაჩი ცნობილაძე (ორივე - სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია);
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე - დინამო თბ), ავთო ენდელაძე (სამტრედია), მათე კვირკვია (დილა), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი პაპუნაშვილი (ვერდერი, გერმანია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე - საბურთალო).
ჩივაძის ბიჭებმა ევროშესარჩევი ციკლი კარგად დაიწყეს - გასვლაზე დაამარცხეს სან მარინო. კარგად დაწყებულ საქმეს ასეთივე გაგრძელება სჭირდება.
ხორვატიას არასოდეს აკლდა ნიჭიერი ფეხბურთელები. რა თქმა უნდა, ტალანტები ამ თაობაშიც არიან, საქართველოს ნაკრებს ხორვატიული ფეხბურთის ორი ამომავალი ვარსკვლავი დაუპირისპირდება - მარიო პაშალიჩი და ალენ ჰალილოვიჩი. პირველი - "ჩელსის" საკუთრებაა და ამჟამად განათხოვრებით "მონაკოში" თამაშობს. რაც შეეხება ჰალილოვიჩს, ის "ბარსელონას" კუთვნილებაა და იჯარით ესპანური პრიმერა დივიზიონის ბინადარ "ხიხონში" ირჯება.
ზოგადი შეფასებით, ხორვატიის ნაკრები აქტიურ, შემტევ ფეხბურთს თამაშობს. გუნდი საქართველოსთან მატჩში მხოლოდ გამარჯვებას დაისახავს მიზნად. განწყობა ისეთია, რომ უკან დახევას არც ჩივაძის გაწვრთნილები აპირებენ.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, ჩვენი ახალგაზრდების მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა. ამ მიზნისკენ სავალ გზაზე კი ყველა შეხვედრაში ბოლომდე დახარჯვაა საჭირო.
თუ საქართველოს ნაკრებმა უკვე ჩაატარა ევროშესარჩევი მატჩი, ხორვატია პირველად ჩვენთან ითამაშებს. აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმ შემადგენლობას, რომელიც ბალკანელთა მთავარმა მწვრთნელმა ნენად გრაჩანმა საქართველოსა და ესტონეთთან მატჩებისთვის შეარჩია:
დომინიკ ლივაკოვიჩი (ზაგრები), კარლო ბარტოლეკი (ლოკომოტივა), ანტონიო მილიჩი (ოსტენდე, ბელგია), იოსიპ რადოშევიჩი (რიეკა), იოზო სიმუნოვიჩი (დინამო ზ), დენის კოლინგერი (ზაგრები), მარკო როგი (დინამო ზ), ფილიპ კროვინოვიჩი (ზაგრები), მარკო კოლარი (ლოკომოტივა), მარიო პაშალიჩი (მონაკო, საფრანგეთი), ნიკოლა ვლაშიჩი (ჰაიდუკი), მარკო მიკულიჩი (დინამო ზ), ფილიპ ბენკოვიჩი (დინამო ზ), დინო მიკანოვიჩი (ორჰუსი, დანია), დეჟე ჩალეტა (ზალცბურგი, ავსტრია), ანდრეა ბალიჩი (ჰაიდუკი), ანტე ჩორიჩი (დინამო ზ), პეტარ ბრლეკი (სლავენი), ტომისლავ კისი (ჰაიდუკი), ლუკა ჩაპანი (ლოკომოტივა), იოზეპ პოსევაცი (ზაპრეშიჩი), მირკო მარიჩი (ლოკომოტივა), ალენ ჰალილოვიჩი (ხიხონი, ესპანეთი), იოსიპ მიშიჩი (სპეცია, იტალია), ფრანე ილიჩი (რიეკა), ანტე როგულიჩი (ჰაიდუკი), ივან ფლორიჩი (ლოკომოტივა), ბერნარდო მარტიჩი (ზაგრები), მარკო დუგანძიჩი (ტერნანა, იტალია), სტიპე პერიცა (უდინეზე, იტალია).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იგეგმება პირდაპირი ტრანსილაცია. წინასწარ მადლობა