საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები: ლუკას ჰუფნაგელი ვერ ჩამოდის

AutoSharing Option
7 ოქტომბერს, 21 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

ამ შეხვედრაში ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ოთარ კაკაბაძე და გიორგი პაპუნაშვილი. პაპუნაშვილი ტრავმირებულია, კაკაბაძე კი საქართველოს ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.

სიაში არ არის ლუკას ჰუფნაგელი, ვინც გაფართოებულ შემადგენლობაში იყო. ჰუფნაგელი სისტემატურად თამაშობს "ფრაიბურგში". სასურველი იქნებოდა, ის საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გვეხილა, მაგრამ... სამწუხაროდ, ცნობილი მიზეზის გამო, გუშინ ფეხბურთის ფედერაციაში ამ საკითხის დაზუსტება ვერ მოვახერხეთ.

დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ. საქართველოს რანგით მეორე გუნდი 17 საათიდან გამოჩნდება მოედანზე. სწორედ ამ დროს დაიწყება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრე ჩივაძის პრესკონფერენცია. ნაკრების ვარჯიში 17:30 საათისთვისაა დაგეგმილი, ესპანეთის ნაკრები კი 19 საათიდან შეუდგება წვრთნას.

იქვე გაიცემა აკრედიტაციები მასმედიისთვის. მატჩზე დასასწრები ბილეთები 7 ოქტომბერს, დილის 11 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება და 5 ლარი ეღირება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი "საზოგადოებრივი მაუწყებელი" შემოგვთავაზებს.

ჩივაძემ ამ მატჩისთვის ასეთი შემადგენლობა შეარჩია:

მეკარეები: ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), ბაჩო მიქავა (ლოკომოტივი თბ);
მცველები: ლაშა დვალი (დუისბურგი, გერმანია), გიორგი თევზაძე (დინამო თბ), დაჩი ცნობილაძე (სამტრედია), დავით უბილავა (ლოკომოტივი თბ), გიორგი გადრანი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ჯემალ ტაბიძე (გენტი, ბელგია), ლევან გეგეჭკორი (შუქურა, ქობულეთი), გიორგი ცერცვაძე (ცხინვალი);
ნახევარმცველები: ავთო ენდელაძე (სამტრედია), მათე ცინცაძე, საბა ლობჟანიძე, ოთარ კიტეიშვილი (ყველა - დინამო თბ), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), გიორგი აბურჯანია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი გოროზია (სტაბეკი, ნორვეგია), გიორგი ერისთავი (დილა);
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), ლევან შენგელია (ტუბიცე, ბელგია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე - საბურთალო), ილია კერძევაძე (შუქურა).

* * *
ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალბერტ სელადესმა დაასახელა, ასე გამოიყურება:

მეკარეები: ალეხანდრო რემირო (ბილბაო), პაუ ლოპესი (ესპანიოლი), კეპა არისაბალაგა (ვალიადოლიდი);
მცველები: ჯონათან კასტრო (სელტა), ხესუს ვალეხო (სარაგოსა), რუბენ დუარტე (ესპანიოლი), ხავიერ მანკილიო (მარსელი, საფრანგეთი), ხორხე მერე (ხიხონი), ექტორ ბელერინი (არსენალი, ინგლისი);
ნახევარმცველები: საულ ნიგუესი (ატლეტიკო), ხოსე როდრიგესი (გალათასარაი, თურქეთი), დანიელ სებალიოსი (ბეტისი), მარკო ასენსიო (ესპანიოლი), მატიას ნაუელი (ვილიარეალი), ოლივერ ტორეს მუნიოსი (ატლეტიკო);
თავდამსხმელები: ჟერარ დეულოფეუ (ევერტონი, ინგლისი), მუნირ ელ ჰადადი (ბარსელონა), სამუელ კასტილეხო (ვილიარეალი), ბორხა მოია (რეალი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული