საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

AutoSharing Option
13 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 აჯობა.

ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა მე-11 წუთზე გახსნა ანგარიში, ლობჟანიძის პასით გოლი ოთარ კაკაბაძემ გაიტანა.

მე-20 წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასით ნიკა კაჭარავამ გაიტანა.

36-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა ანგარიში 3:0 გახადა და I ტაიმიც ასევე დასრულდა.

მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა. ჩივაძის გუნდმა 4 თამაშიდან 2 მოიგო და 2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვულოცავ ბიჭებს !
avto7
21:04 13-10-2015
0
ერთი ესპანეთთან წავაგეთ და მეორე ვისთან??????
სს
01:06 14-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული