ქართველი 17-წლამდელები ევროპის ელიტრაუნდში "სასწაულმა" გაიყვანა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა და ელიტრაუნდში გავიდა.

გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდმა მე-4 შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც უნგრეთი მასპინძლობდა, ბოლო ტურის მატჩი მასპინძლებთან გამართა (2:2) და ელიტრაუნდის საგზური ბოლო წუთებზე მოიპოვა.

29 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ანგარიში ბექა ქავთარაძემ მე-21 წუთზე გახსნა, თუმცა სულ რაღაც ერთ წუთში მასპინძლებმა ტიმარის გოლით გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ვირაგმა გაგვიტანა და ჩვენი შანსები მინიმუმამდე დაიყვანა.

მატჩის ბედი მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსული გიორგი ოზბეთელაშვილის გოლმა გადაწყვიტა, თუმცა ჯგუფიდან ელიტრაუნდში გამსვლელი მეორე
ადგილის დაკავებაში ხელი პარალელურად მიმდინარე მატჩში სლოვაკი ლადისლავ ალმასის, ასევე მე-80 წუთზე, რუმინეთის კარში გატანილმა გოლმა შეგვიწყო. საბოლოოდ საქართველომ და რუმინეთმა ჯგუფი 4-4 ქულით დაასრულეს, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა ჩვენ გვქონდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ჯგუფის პირველი მატჩი სლოვაკეთთან დათმეს (3:4), შემდეგ კი რუმინეთს ანგარიშით 3:0 მოუგეს.

საქართველოს ნაკრებმა უნგრეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ნიკოლეიშვილი (80. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (53. ქიმერიძე), კუცია, ნინუა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა გინდა, რას ერჩი, მთავარია ხომ გამოღვიძეს:)))))
VATO
21:59 29-10-2015
0
არაფერი სასწაული არ მომხდარა, უძლიერესი გავიდა, ანუ ჩვენ, აი ასე!
0

სიახლეები პოპულარული