19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
12 ნოემბრიდან, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონი უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს უმასპინძლებს.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მე-8 ჯგუფში ასპარეზობს და ჩვენი მეტოქეები უელსის, ავსტრიისა და ალბანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან.

ვასილ მაისურაძე და მისი ნაკრები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" 20-კაციანი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: ოთო გოშაძე ("ქასიმფაშა", თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი ("დინამო" თბილისი)

მცველები:
ირაკლი კომახიძე ("შუქურა", ქობულეთი), ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე ნადარაია, რატი კაკიაშვილი (ყველა "საბურთალო"), ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე (ორივე "დინამო" თბილისი), გიორგი პაპუაშვილი ("ლოკომოტივი" თბილისი), გიორგი ახალაძე ("სამტრედია")

ნახევარმცველები: გიორგი
კოხრეიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა "საბურთალო"), შერმადინ ართმელაძე ("ლოკომოტივი" თბილისი), ნიკა ბაშელეიშვილი ("დინამო" თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე ("შახტარი", უკრაინა), ბექა მიქელთაძე ("დინამო" თბილისი), გურამ გოშთელიანი ("საბურთალო"), გიორგი კიკნაძე ("ლოკომოტივი" თბილისი)

ტურნირის კალენდარი კი, ასე გამოიყურება:
12 ნოემბერი
13:00 - ავსტრია vs ალბანეთი ("მიხეილ მესხი 2")
14:00 - საქართველო vs უელსი ("მიხეილ მესხი")

14 ნოემბერი
13:00 - ავსტრია vs უელსი ("მიხეილ მესხი 2")
14:00 - ალბანეთი vs საქართველო ("მიხეილ მესხი")

17 ნოემბერი
14:00 - უელსი vs ალბანეთი ("მიხეილ მესხი 2")
14:00 - საქართველო vs ავსტრია ("მიხეილ მესხი")

მატჩებზე გულშემატკივრის დასწრება თავისუფალი იქნება. 12 და 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ. 17 ნოემბრის მატჩის ტრანსლირებას კი, "სილქ სპორტი" უზრუნველყოფს. ტრადიციულად, ტექსტურ ლაივ-რეპორტაჟებს შემოგთავაზებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული