მინი-ტურნირის მატჩები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ და სათადარიგო მოედნებზე გაიმართება. საქართველო პირველ ტურში, 12 ნოემბერს, უელსს დაუპირისპირდება.
ვასილ მაისურაძემ ნაკრების წევრები ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრების შემდეგ შეკრიბა და სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშებს. მაისურაძის სიაში 20 ფეხბურთელია:
მეკარეები: ოთო გოშაძე (ქასიმფაშა, თურქეთი), ლუკა გუგეშაშვილი (დინამო თბ);
მცველები: ლადო მამუჩაშვილი, ცოტნე
ნახევარმცველები: სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ბექა გვარაძე (ყველა - საბურთალო), შერმადინ ართმელაძე (ლოკომოტივი), ნიკა ბაშელეიშვილი (დინამო თბ);
თავდამსხმელები: გურამ გოშთელიანი, გიორგი კოხრეიძე (ორივე - საბურთალო), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა), ბექა მიქელთაძე (დინამო თბ), გიორგი კიკნაძე (ლოკომოტივი).
უკვე თბილისშია და ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს გიორგი არაბიძე. სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენს 19-წლამდელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ბელგიური "გენტის" თავდამსხმელი გიორგი ბერიძე ვერ დაეხმარება.
"ბერიძემ ოქტომბერში, "გენტში" თამაშისას, ლავიწის ძვალი გაიტეხა და საოპერაციო გახდა. ოპერაციის შემდგომ მკურნალობასა და რეაბილიტაციას კი 2 თვე სჭირდება. არადა, გიორგის ნაკრებში უთამაშია, გამოცდილია და მისი არყოფნით დიდი ძალა დაგვაკლდება", - წუხს მაისურაძე.
ბერიძის ნაცვლად, 19-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში უხმო გიორგი კოხრეიძეს, რომელიც... 16 წლის გახლავთ. ამის მიუხედავად, დიდი სისწრაფით დაჯილდოებულმა კოხრეიძემ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში უკვე 7 მატჩი ჩაატარა, ბოლო ტურში კი "საბურთალოს" მარტვილის "მერანთან" მოგებაში კარგი თამაშით დაეხმარა.
თბილისში გასამართავი ტურნირის კალენდარი ასეთია:
12 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 13:00
ავსტრია-ალბანეთი
"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-უელსი
14 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 13:00
ავსტრია-უელსი
"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ალბანეთი
17 ნოემბერი
"მიხეილ მესხი" (სათ). 14:00
უელსი-ალბანეთი
"მიხეილ მესხი". 14:00
საქართველო-ავსტრია
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მატჩებზე დასწრება თავისუფალი იქნება. 12 და 14 ნოემბერს, საქართველოს ნაკრების თამაშების პირდაპირ რეპორტაჟს "პირველი არხი" გეგმავს, 17 ნოემბერს კი ტრანსლირებას "სილქ სპორტი" უზრუნველყოფს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"