საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესპანეთთან განადგურდა

AutoSharing Option
12 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მე-5 მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ალმერიაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:5 განადგურდა.

მე-17 წუთზე მარკო ასენსიოს პასით ანგარიში "ევერტონის" ფორვარდმა ჟერარდ დეულოფეუმ გახსნა. 33-ე წუთზე მანვე შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით ანგარიში ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების დაცვა საერთოდ დაიშალა - 56-ე წუთზე ინიაკი ვილიამსმა გაიტანა, 65-ე წუთზე დანი სებალიოსმა გამოიჩინა თავი, 84-ე წუთზე კი დეულოფეუმ ჰეთ თრიკი შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ff
ფული არაა თავმოყვარეობის განმსაზღვრელი,არავის არ აქვს მათზე მეტი ხელფასები
sano
14:42 13-11-2015
0
საქართველოვ ვინ უნიჭოებში ხარჯავ ფულს, არ არიან დღევანდელი თაობის ქართველი ფეხბურთელები იმის ღირსი , რომ მათზე სახელმწიფომ ფული დახარჯოს, თანაც ასეთმა ღარიბმა ერმა...უთავმოყვაროები,როგორ დაღოღავდნენ სამარცხვინოები...
giorgi
14:23 13-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული