ვასილ მაისურაძის გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება. სტადიონზე დასწრება უფასოა, შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ მატჩში ქართველი ჭაბუკები უელსელ თანატოლებთან ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ, თუმცა ევროპირველობის ელიტრაუნდში მოხვდრის შანსს ინარჩუნებენ. შესარჩევი ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
დღესვე ჯგუფის მეორე მატჩში უელსისა და ავსტრიის 19-წლამდელები ითამაშებენ.