საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ელიტრაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

AutoSharing Option
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის VIII შესარჩევ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩს ავსტრიელ თანატოლებთან მართავს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მთავარ მოედანზე მიმდინარე შეხვედრაში ანგარიშია 0:0.

ჯგუფის მეორე მატჩში, რომელიც "მიხეილ მესხის" სათადარიგო მოედანზე მიმდინარეობს და ერთმანეთს უელსისა და ალბანეთის 19-წლამდელები უპირისპირდებიან, პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშია 3:1, ალბანელთა სასარგებლოდ, რაც საქართველოს ნაკრების ინტერესშია - მატჩის ამ შედეგით დასრულების შემთხვევაში, ქართველ ჭაბუკებს ელიტრაუნდში გასასვლელად ავსტრიასთან ფრეც აძლევთ ხელს.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: გოშაძე, ნადარია, ლოჩოშვილი, კაკიაშვილი, ართმელაძე, ბაშელაშვილი, მამუჩაშვილი,
კომახიძე, კიკნაძე, გოშთელიანი (კ), მიქელთაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული