დავით უბილავა: ცინცაძისა და კაკაბაძის არყოფნა დიდი დანაკლისი იყო

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა დავით უბილავამ შვედეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

17 ნოემბერს, გორში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ალექსანდრე ჩივაძის გუნდი შვედ თანატოლებთან 0:1 დამარცხდა და ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოხვედრის შანსი დაკარგა.

თბილისის "ლოკომოტივის" მცველის თქმით, ეროვნულ ნაკრებში მიწვეული მათე ცინცაძისა და ოთარ კაკაბაძის არყოფნა ახალგაზრდული ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იყო:

"რთული მატჩი იყო. მოგება აუცილებლად გვჭირდებოდა, მაგრამ დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.

არადა, მომენტები მრავლად გვქონდა, მაგრამ შეტევაში უყურადღებოდ ვითამაშეთ და ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ,
გავუშვით გოლი და გათანაბრება უკვე ვეღარ მოვახერხეთ.

ცინცაძე და კაკაბაძე ჩვენი ნაკრების წევრები არიან და რა თქმა უნდა, მათი არყოფნა დიდი დანაკლისი იყო", - თქვა უბილავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული