17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ელიტრაუნდის კალათები ცნობილია

AutoSharing Option
უეფამ გამოაქვეყნა ევროპის ასაკობრივი პირველობების შესარჩევი ციკლის მორიგი ეტაპის, ელიტრაუნდის კენჭისყრის კალათები. საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები ელიტრაუნდში გასულები არიან.

საინტერესოა მათი სავარაუდო მეტოქეების ვინაობა.

17-წლამდელთა ნაკრებს გოჩა ავსაჯანიშვილი წვრთნის. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია.

I კალათა: გერმანია, რუსეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, პორტუგალია, ირლანდია.
II კალათა: ხორვატია, უკრაინა, დანია, ბელგია, ავსტრია, ჰოლანდია, პოლონეთი, ბოსნია.
III კალათა: ისრაელი, შვეიცარია, საბერძნეთი, შვედეთი, სერბეთი, თურქეთი, იტალია, სლოვაკეთი.
IV კალათა: ისლანდია, საქართველო, ფინეთი, შოტლანდია, ჩერნოგორია, ბულგარეთი, სლოვენია, უელსი

კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება. პირველ საკვალიფიკაციო
ეტაპზე ერთად მოთამაშე გუნდები ერთმანეთს აღარ ხვდებიან. ელიტრაუნდში შეიქმნება 8 ჯგუფი. ჯგუფები ერთ-ერთი ნაკრების ქვეყანაში ჩატარდება, ელიტრაუნდი 3 აპრილისთვის უნდა დასრულდეს.

8 გამარჯვებული და 7 მეორეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე გადის, რომელიც აზერბაიჯანში (მასპინძელი თავისთავად დაშვებულია) 5-21 მაისს გაიმართება.

***
19-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე წვრთნის. საქართველოს ნაკრები აქაც მეოთხე კალათაშია.

I კალათა: ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ჰოლანდია
II კალათა: ისრაელი, პოლონეთი, ხორვატია, ავსტრია, ინგლისი, სლოვენია, სერბეთი.
III კალათა: უკრაინა, შოტლანდია, ჩერნოგორია, რუმინეთი, თურქეთი, შვედეთი, საბერძნეთი.
IV კალათა: დანია, სლოვაკეთი, იტალია, ბულგარეთი, ჩრ. ირლანდია, საქართველო, რუსეთი.

კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთად მოთამაშე გუნდები ერთმანეთს აღარ ხვდებიან. ელიტრაუნდში შეიქმნება 7 ჯგუფი. ჯგუფები ერთ-ერთი ნაკრების ქვეყანაში ჩატარდება, ელიტრაუნდი 27 მაისისთვის უნდა დასრულდეს.

7 გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატზე გადის, რომელიც გერმანიაში (მასპინძელი თავისთავად დაშვებულია) 11-24 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული