გოჩა ავსაჯანიშვილი: ჩვენს კედლებში ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტები ვართ

AutoSharing Option
3 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში 17-წლამდელთა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები მესამე ჯგუფში რუსეთის, ბოსნიის და იტალიის ნაკრებებთან მოხვდა.

Sportall.ge 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელს, გოჩა ავსაჯანიშვილს დაუკავშირდა და ჯგუფთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა.

"რუსეთს ყაზახეთში ვეთამაშეთ და მოვუგეთ. 15 იანვარს ბელორუსში ტურნირზე გავალთ, სადაც ჩვენ ჯგუფში უკრაინა, ავსტრია და ბულგარეთი იქნებიან. იმ ტურნირზე მონაწილეობას რუსეთიც მიიღებს და დავაკვირდებით.

ბოსნიისა და იტალიის ნაკრებებს არ ვიცნობ. ბოსნიაზე მსმენია, ძლიერი გუნდიაო, მაგრამ ამ კვირაში ფირებს რომ ვნახავთ, მეტოქეებს შემდეგ შევაფასებთ.

მთავარია,
ელიტრაუნდი თბილისში ტარდება და ჩვენს კედლებში ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტის სტატუსით გავალთ მოედანზე. რა თქმა უნდა, გულშემატკივრის იმედიც გვექნება".

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის მატჩები 15-17-20 მარტს, თბილისში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ბიჭებს
!!!!!!
22:20 07-12-2015
0
ავსაჯან წარმატებები კაი კაციხარ მტელი საქარტველო უბერე დზმებო
jigaro
18:01 03-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული