ნუგზარ სპანდერაშვილი: ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია!

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარს" სამი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის გადაბირება სწადია.

ნუგზარ სპანდერაშვილი, დიმიტრი ვირუბოვი და კაკი ქიმერიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან. გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილი გუნდი სულ მალე ევროპის ჩემპიონატის თბილისურ ელიტრაუნდში ითამაშებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები იტალიელი, რუსი და ბოსნიელი 17-წლამდელები იქნებიან.

ბიჭებს "შახტარის" ინტერესზე ვკითხეთ, მათ მიერ განვლილი საფეხბურთო გზა მოკლედ მიმოვიხილეთ და ელიტრაუნდსაც გადავწვდით...

ნუგზარ სპანდერაშვილი:
"რაც შეეხება დონეცკის "შახტარის" ინტერესს, ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცი ამის თაობაზე.

11 წლის ვიყავი,
როცა ფეხბურთზე შევედი, "ნორჩი დინამოელის" საფეხბურთო სკოლაში. ჩემი პირველი მწვრთნელი იყო რეზო ბარამიძე. რაც შეეხება ჩემს საფეხბურთო გემოვნებას, მიყვარს შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთი...

ამპლუით ცენტრალური თავდამსხმელი ვარ, მაგრამ უნგრულ ევროშესარჩევ ციკლში შეტევის მარჯვენა ფლანგი მებარა. პირველად ვითამაშე ფლანგის შემტევის პოზიციაზე, მაგრამ საერთოდ არ გამჭირვებია, ალღო მალევე ავუღე...

რაც შეეხება ელიტრაუნდს, ჩემი აზრით, ჯგუფი ისეთია, რომ თავისუფლად შეიძლება შემდეგ ეტაპზე გასვლა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისში, შინაურ კედლებში ვითამაშებთ. ეს დიდი სტიმული და უპირატესობაა ნებისმიერი გუნდისთვის. ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან ”მაგარი” სტატიაა (ბრავო ჟურნალისტს). ან ის დაწერე შე დალოცვილო სად თამაშობს, ან მიდი და რამდნიმე სურათი გადაუღე ვარჯიშის დროს, ან სახლში მიდი და არასაფეხბურთო კუთხით გააცანი ხალხს... მოკლედ რა...
გოლეთა888
09:54 10-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული