Sportall.ge სწორედ ამ უკანასკნელს დაუკავშირდა და "შახტარის" მხრიდან არსებულ ინტერესზე ჰკითხა. ამის გარდა, ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების შეფასებაც ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრების მეტოქეები ელიტრაუნდში იტალიის, ბოსნიის და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.
"ჩემი აღმზრდელი მწვრთნელებისგან გავიგე, რომ ჩემით უკრაინული
ნაკრებს რაც შეეხება, არ დაგიმალავთ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ასაკში სუსტი და ძლიერი არ არსებობს, შედარებით რთულ ჯგუფს ველოდით. მიხარია, რომ ელიტრაუნდი ჩვენს ქვეყანაში ტარდება და არანაკლებ ის მახარებს, რომ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებ.
ქართველ გულშემატკივარს შემიძლია დავპირდე, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ", - გვითხრა ქიმერიძემ.