კაკი ქიმერიძე: "შახტართან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა თქვა, დონეცკის "შახტარი" 3 ქართველით დაინტერესდა და მათი გადაბირება სურსო. საუბარი დიმიტრი ვირუბოვზე, ნუგზარ სპანდერაშვილსა და კაკი ქიმერიძეზე იყო.

Sportall.ge სწორედ ამ უკანასკნელს დაუკავშირდა და "შახტარის" მხრიდან არსებულ ინტერესზე ჰკითხა. ამის გარდა, ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების შეფასებაც ვთხოვეთ. შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრების მეტოქეები ელიტრაუნდში იტალიის, ბოსნიის და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.

"ჩემი აღმზრდელი მწვრთნელებისგან გავიგე, რომ ჩემით უკრაინული
გუნდი ინტერესდება. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ რა იქნება მომავალში, არ ვიცი.

ნაკრებს რაც შეეხება, არ დაგიმალავთ - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ასაკში სუსტი და ძლიერი არ არსებობს, შედარებით რთულ ჯგუფს ველოდით. მიხარია, რომ ელიტრაუნდი ჩვენს ქვეყანაში ტარდება და არანაკლებ ის მახარებს, რომ რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშებ.

ქართველ გულშემატკივარს შემიძლია დავპირდე, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ", - გვითხრა ქიმერიძემ.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რატომ ახარებს და შენნაირი რუსეთუმე არაა და იმიტომ. წარმატებები კაკის.
georgiano
02:01 11-12-2015
0
ჩადიტ ახალციხეში და იუსტიციის სახლში გაარკვიეტ ამის ასაკი ბოგმიანებო ან 35 ში სწავლობს 11 კლასშია
0

სიახლეები პოპულარული