ლუკა ასათიანი: "იაგელონიასთან" კონტრაქტზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ გაზეთ "ლელოსთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გოჩა ავსაჯანიშვილმა თქვა, ლუკა გუგეშაშვილთან ერთად პოლონეთში ლუკა ასათიანიც ვარჯიშობსო.

Sportall.ge ლუკას პოლონეთში დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, როგორ მისდის საქმეები ფეხბურთელს. ამასთან, 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსების შეფასებაც ვთხოვეთ.

შეგახსენებთ, რომ წილისყრის შედეგად, ჩვენი ნაკრების მეტოქეები ელიტრაუნდში იტალიის, ბოსნიის და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.

"პოლონელები ჩემით უნგრეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის თამაშებისას დაინტერესდნენ. შემდეგ დამიკავშირდნენ და მათ შემოთავაზებას დავთანხმდი.

"იაგელონიაში" რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე, მწვრთნელებს მოვწონვარ, კმაყოფილები
არიან და ახლა უკვე კონტრაქტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რამდენიმე დღეში გვეცოდინება დეტალები.

რაც შეეხება 17-წლამდელთა ნაკრების მეტოქეებს ელიტრაუნდში, შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფის მხრივ გაგვიმართლა - უფრო რთულიც შეიძლებოდა ყოფილიყო.

მე, როგორც ნაკრების კაპიტანი, შემიძლია გუნდის სახელით განვაცხადო, რომ ნებისმიერ მეტოქესთან 100%-ით დავიხარჯებით და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად თავს არ დავზოგავთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული